სერგეი კაპიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერგეი კაპიცა
რუს. Серге́й Петро́вич Капи́ца

სერგეი კაპიცა
სერგეი კაპიცა
დაბადების თარიღი 14 თებერვალი,1928
დაბადების ადგილი კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 2012
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი აეროჰიდროდინამიკის ცენტრალური ინსტიტუტი
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი
რუსეთის ახალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი
ცნობილია როგორც ფიზიკოსი და ტელეწამყვანი; მეცნიერების პოპულარიზატორი, მთავარი რედაქტორი

სერგეი პეტრეს ძე კაპიცა (რუს. Серге́й Петро́вич Капи́ца; დ. 14 თებერვალი 1928, კემბრიჯი — გ. 14 აგვისტო 2012, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა მეცნიერი, ტელეწამყვანი, ჟურნალ „მეცნირების სამყაროში“ («რუს. В мире науки») მთავარი რედაქტორი[1].

სერგეი კაპიცა მიეკუთვნებოდა რუსი მეცნიერების დინასტიას. მისი მამა, პეტრე კაპიცა, იყო ნობელის პრემიის ლაურეატი; ბაბუა, ალექსეი კრილოვი, რუსი მათემატიკოსი და გემთმშენებელი. სერგეი ასევე იყო გამოჩენილი ფრანგი ბიოქიმიკოსის, ვ. ანრისა და ცნობილი გეოგრაფის, იერონიმ სტებნიცკის შვილიშვილი და ანდრეი კაპიცას უფროსი ძმა. [2].

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე კაპიცას სახელობის ფიზიკის პრობლემების ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი, პროფესორი, 4 წიგნის, ათობით სტატიის, 14 გამოგონებისა და 1 აღმოჩენის ავტორი. დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდის ფენომენოლოგიური მათემატიკური მოდელის შემქმნელი. პირველმა დაასაბუთა და დაამტკიცა დედამიწის მოსახლეობის ჰიპერბოლური ზრდა 1 ს. ჩვ. წ.-მდე. კლიოდინამიკის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ევრაზიის ფიზიკური საზოგადოების, ევროპის მეცნიერებათა აკადემის, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოსა და რომის კლუბის წევრი. ევრაზიის ტელევიზიისა და რადიოს აკადემიის საპატიო პრეზიდენტი. დაჯილდოებულია რუსეთის პატივის ორდენით (2006)[3]. კალინგის პრემიისა (იუნესკო) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[4]. ტელეგადაცემა «რუს. Очевидное — невероятное»-ს მრავალწლიანი წამყვანი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოს წევრი 1987—1997 წლებში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჟურნალი «В мире науки» (Scientific American-ის რუსული ვერსია)
  2. Сергею Петровичу Капице — 80 лет. Штрихи биографии
  3. Указ Президента Российской Федерации от 27 ноября 2006 г. № 1315
  4. Постановление Правительства Российской Федерации от 20 августа 2003 г. № 508