ოქროპირ ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოქროპირ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1795 — გ. 1857) — გიორგი XII-ის ძე. 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე. შეთქმულთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც ოცნებობდა საქართველოს ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს აღდგენაზე. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდა პეტერბურგში და ქართველ ახალგაზრდობას პროპაგანდას უწევდა რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოსაწყობად. 1829 წელს თბილისში ჩამოვიდა და შეთქმულების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აჯანყების გეგმებს აწყობდა. ამ მიზნით მან იმოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოში. შეთქმულების გაცემის შემდეგ კოსტრომაში გადაასახლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]