კონსტანტინე ბატონიშვილი (დავით II-ის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ბატონიშვილი

კონსტანტინე ბატონიშვილი (დ. 4 ივლისი. 1789 — გ. 3 მაისი. 1844, მოსკოვი) — იმერეთის მეფის დავით II-ის და ანა ორბელიანის ძე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების საწინდრად სოლომონ II-ს მისცა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების ცდის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა 1812 ბოროდინოს ბრძოლაში. დააჯილდოვეს ვლადიმერის ორდენით. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში „იმერეტინსკებად“ ან „ბაგრატიონ-იმერეტინსკებად“ იწოდებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]