ბაგრატ ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1776, თბილისი — გ. 1841, პეტერბურგი), ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: "ახალი მოთხრობა", "რუსეთ-სპარსეთის ომი...". პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის დავით ბატონიშვილის თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულება გამსჭვალულია უკმაყოფილებით რუსეთის მთავრობის ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ბაგრატ ბატონიშვილს ეკუთვნის აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები. მისი ვეტერინარიის შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა", რომლებიც გამოიცა 1818 წელს პეტერბურგში და წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ვეტერინარიაში. 1807 მანვე შეადგინა ცხენის დაავადებათა სამკურნალო წიგნი, რომელიც ფაქტობრივად ვეტერინარიის რეცეპტურაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 130, თბ., 1977