იულონ ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იულონ ბატონიშვილი

იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 4 ივნისი, 15 ივნისი, 1760, პეტერბურგი — გ. 2 თებერვალი, 14 თებერვალი, 1827), ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი.

რუსეთისგან მოითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენას. მალე სოლომონ II-თან გაიქცა იმერეთში და ახალციხის ფაშის მეოხებით მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან ცარიზმის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე. 1805 რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგში. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში სხვა ქართველ ბატონიშვილთა გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთი მაგალითი XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ ეპისტოლარულ წყაროებში, კრ.,: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976,
  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები მეფის ძე დავით და ბატონიშვილი იულონ, «მოამბე», 1900, № 4, განყ. 2
  • ბარამიძე არ., ქსე, ტ. 5, გვ. 277, თბ., 1980