ოკლენდის კუნძულები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Auckland Islands | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| კუნძულთა რაოდენობა | 7 |
| ფართობი | 625 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 660 მ დიკის მთა |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | დაუსახლებელი |
ოკლენდის კუნძულები (მაორ. Motu Maha or Maungahuka) — არქიპელაგი ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულების შემადგენლობაში. მოიცავს კუნძულებს: ოკლენდი, ადამსი, ენდერბაი, დისაპოინტმენტი, ევინგი და როუზი, სულ 625 კმ²-ს. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის პორტ ბლაფიდან 465 კმ-ის დაშორებით. კუნძულებზე არ არსებობს ადამიანთა მუდმივი დასახლებები, მაცხოვრებლებს სამეცნიერო ექსპედიციების წევრები წარმოადგენენ. ეკოლოგიურად მიეკუთვნება ანტიპოდის სუბანტარქტიკულ კუნძულთა ტუნდრის ეკორეგიონს.
მთავარი კუნძულის, ოკლენდის ფართობი 510 კმ²-ია, სიგრძე 42 კმ.
ფლორა წარმოდგენილია სუბანტარქტიკული ტყითა და ბალახით. ფაუნის წარმომადგენლებს შორის ძირითადად გავრცელებულია წყლის სახეობები: ზღვის ლომი, ზღვის სპილო, სელაპი, ასევე პინგვინები და ზღვის ფრინველები.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: