ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | ix, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
| ნომერი | 877 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 551 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულები — ახალი ზელანდიის კუთვნილი კუნძულები მის სამხრეთით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი № 877.
მოიცავს კუნძულთა ხუთ ჯგუფს: ანტიპოდის კუძნულები, ოკლენდის კუნძულები, ბაუნტის კუნძულები, კემპბელის კუნძულები, სნარესის კუნძულები.
კუნძულები გეოლოგიურად ავსტრალიას გამოეყო 60-85 მლნ წლის წინ, ნაწილი კი ანტარქტიდას უფრო ადრე 130 - 85 მლნ წლის წინ.
თითოეული არქიპელაგი გამოირჩევა საკუთარი მიკროკლიმატით და უნიკალური, ენდემური ფლორითა და ფაუნით. კუნძულები მთლიანად დაუსახლებელია, მათი მონახულება შეზღუდულია ტურისტებისთვისაც. აქ დროებით მცხოვრებ ხალხს მუშები, მეცნიერები და მეტეოროლოგიური სადგურების თანამშრომლები შეადგენენ.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- New Zealand Sub-Antarctic Islands - UNESCO World Heritage Centre
- Subantarctic islands, Department of Conservation
- UNESCO classification for the sub-antarctic islands
- Castaways: Wrecked on a subantarctic island
|
|||||||