ოპოსუმისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოპოსუმისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Didelphidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ოპოსუმისებრნი (Didelphidae), ძუძუმწოვრების ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 8-50 სმ, მასა 1,6-5,7 კგ. აერთიანებს 12 გვარის 65 სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ცხოვრობდნენ ტყეებსა და ჯაგნარში. უმთავრესად მეხეური, ზოგიერთი ნახევრად წყლის ცხოველია. აქტიურობენ შებინდებისას და ღამით. ნაირჭამიები ან მწერიჭამიები არიან. მაკეობა 12-16 დღეს გრძელდება. შობენ 18-მდე ნაშიერს, რომელთაც დედალი 70 დღემდე ჩანთით ატარებს. სანადირო ობიექტია (იყენებენ ხორცს). ჩრდილოამერიკულ ოპოსუმს (Didelphis marsupialis) იყენებენ, როგორც ლაბორატორიულ ცხოველს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 546, თბ., 1984 წელი.