ადამსის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამსის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Adams
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 50°52′ ს. გ. 166°04′ ა. გ. / 50.867° ს. გ. 166.067° ა. გ. / -50.867; 166.067
ფართობი 97,3 კმ²
სანაპიროს სიგრძე 61,3 კმ
უმაღლესი წერტილი 705 მ
დიკის მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ადამსის კუნძული (ინგლ. Adams) — ახალი ზელანდიის დაუსახლებელი კუნძული, ყველაზე სამხრეთით მდებარე ოკლენდის არქიპელაგში.

ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 17 კმ-ია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — დაახლოებით 9 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე — 61,3 კმ[2], ფართობი — 97,3 კმ²[2]. უმაღლესი წერტილია დიკის მთა (ინგლ. Mount Dick) — ზღვის დონიდან 705 მეტრი[3]. არქიპელაგის მთავარი კუნძულიდან, ოკლენდის კუნძულისგან, კუნძული ადამსი გამოყოფილია ვიწრო სრუტით (სიგანე 2,3 კმ-დან 0,57 კმ-მდე), რომლის ძირითადი ნაწილია ქარნლის უბე (ინგლ. Carnley Harbour). აღნიშნული სრუტე ჩამქრალი ვულკანური კრატერის ნაშთია.

კუნძული იშვიათი ფრინველების ნაკრძალური ზონაა (ინგლ. Important Bird Area), რომელსაც ორგანიზაციას უკეთებს ფრინველთა დაცვისა და მათი საცხოვრებელი გარემოს შენახვის საერთაშორისო ორგანიზაცია BirdLife International. კუნძულის ტერიტორიაზე ბუდობენ ისეთი ენდემები როგორიცაა ოკლენდის იხვი (ლათ. Anas aucklandica)[4], ინგლ. Auckland Snipe[5], ინგლ. Auckland Shag[6] და ინგლ. Auckland Rail[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მსოფლიო მემკვიდრეობა. ობიექტი 877
  2. 2.0 2.1 კუნძულის მონაცემები დაარქივებული 2020-02-19 საიტზე Wayback Machine. საიტზე islands.unep.ch
  3. 70south site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-27. ციტირების თარიღი: 2012-10-17.
  4. ოკლენდის იხვი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. საიტზე birdlife.org
  5. Auckland Snipe დაარქივებული 2013-12-16 საიტზე Wayback Machine. საიტზე birdlife.org
  6. Auckland Shag დაარქივებული 2014-10-16 საიტზე Wayback Machine. საიტზე birdlife.org
  7. Auckland Rail დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. საიტზე birdlife.org