ნიკოლაევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ნიკოლაევი
Миколаїв
ლენინის გამზირი
ლენინის გამზირი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი მიკოლაევის ოლქი
კოორდინატები 46°58′00″ ჩ. გ. 32°00′00″ ა. გ. / 46.96667° ჩ. გ. 32.00000° ა. გ. / 46.96667; 32.00000
ქალაქის მეთაური ვლადიმირ ჩაიკა
დაარსდა 1789
ქალაქი 1789  წლიდან
ფართობი 259.83 კმ²
მოსახლეობა 505,900 კაცი
სიმჭიდროვე 1,959 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 512
საფოსტო ინდექსი 54000
ოფიციალური საიტი http://mykolayiv.osp-ua.info/

Mykolajiw-Ukraine-Map.png

Red pog.svg

ნიკოლაევი (უკრ. Миколаїв) — ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარეების სამხრეთი ბუგისა და ინგულის შესაყართან, მდ. ინგულის ლიმანის ნაპირზე. ნიკოლაევის ოლქის ცენტრი. ქალაქის ადგილმდებარეობამ განაპირობა მისი ინფრასტრუქტურა და განვითარების მიმართულება. რუსეთის იმპერიაში ნიკოლაევი იყო პირველი ადგილი შავ ზღვაზე, სადაც ჩაეყარა გემთმშენებლობას საფუძველი. საბჭოთა კავშირის დროს იგი დახურული ქალაქი იყო, რადგან ნიკოლაევში მდებარეობდა უდიდესი და უძლიერესი საიდუმლო სტრატეგიული საწარმოები (ისინი ეხლაც არსებობენ და შეინარჩუნეს თავიანთი ინფრასტრუქტურა თუმცა დაკარგეს სიმძლავრეები), მათ შორისაა: 61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი სახელმწიფო ქარხანა (1788) (აქაა აშენებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბოლო ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ), შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხანა (1897) ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა ევროპაში (აქ აშენებდნენ საბჭოთა ავიამზიდებს), გემთმშენებელი ქარხანა ოკეანე (1951), ზორია — მაშპროექტი სამხრეთ ტურბინამშენი ქარხანა, ერთ-ერთი უძლიერესი და მოწინავე ტექნოლოგიებით. ალუმინის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქში არის 4 პორტი: სამდინარო პორტი, ნიკოლაევის საზღვაო სავაჭრო პორტი, პორტი „ოკტიაბრსკოე“ (ეგრეთ წოდებული სამხედრო პორტი) და პორტი „ნიკა ტერა“ ერთადერთი კერძო პორტი უკრაინაში. აქ განვითარებულია მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობა ასევე ძლიერ განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ოლქში), კულტურა, არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი და მრავალი უმაღლესი სასწავლებელი. ნიკოლაევიდან არიან შემდეგი ცნობილი ადამიანები: იგორ კრუტოი, ალექსანდრე სეროვი. ნიკოლაევის გემთმშენებლობის ინსტიტუტი დაამთავრეს ვალერი და კონსტანტინე მელაძეებმა. ქალაქის პატივსაცემად ასტეროიდს მიენიჭა მისი სახელი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიერ.

დასახელება[რედაქტირება]

ქალაქი ამ სახელწოდებით პირველად ნახსენებია 1789 წელს, პოლკოვნიკ მიხეილ ფალეევის № 1065 ორდერში.

ფაბეროვის აგარაკს დაერქვას სპასკოე, ხოლო ვიტოვკს — ბოგოიავლენსკოე, ახალ აღმართულ ვერფს ინგულზე - ქალაქი ნიკოლაევი…

ქალაქმა სახელწოდება მიიღო 1788 წელს რუსეთის ჯარის გამარჯვების აღსანიშნავად - როდესაც წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღებულ იქნა თურქული ციხე-სიმაგრე ოჩაკოვი.

ნიკოლაევში პირველი ხომალდი, 46 ზარბაზნიანი ფრეგატი, წყალში ჩაშვებული იქნა 1789 წელს და მასაც წმინდა ნიკოლოზის სახელი მიენიჭა. ამით საფუძველი ჩაეყარა დიდი იალქნებიანი ხომალდების აგებას მიკოლაევში და საერთოდ გემთმშენებლობას ამ ქალაქში.

1920-იან წლებში გუბერნიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის სახელის შეცვლისა და უწოდეს – ვერნოლენინსკი, თუმცა მთავრობის მიერ არ იქნა დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, გერმანულ ენციკლოპედიურ ლექსიკონებში და რუკებზე (1927 და 1932 წწ.) ქალაქი მოხსენიებულია როგორც - ვერნოლენინსკი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

საცხოვრებო მასივები და სხვა ადგილები[რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება]

წელი მოსახლეობის რაოდენობა
1897 92 000[1][2]
1911 105 000[3]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
1926 104 909[2]
1959 226 000[2]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
1964 272 000[4]
2001 514 100[5]
წელი მოსახლეობის რაოდენობა
2006 507 000[6]
2008 506 400[7]

კლიმატი[რედაქტირება]

მიკრორაიონი «ნამივი»

ქალაქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში, მშრალ სტეპურ ზონაში.[8] კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვის ახლო მდებარეობა. ქალაქის კლიმატი ზომიერი-კონტინენტურია, მშრალი, სტეპური, ცხელი მზიანი ზაფხულით და რბილი ზამთრით. იანვარის საშუალო ტემპერატურაა −3 °C, ზამთარი რბილია, ცოტა თოვლით, ხშირი დათბობებით, ცვალებადი, დათბობა იცვლება სიცივეებით. საღამოობით მოყინულობა პრაქტიკულად ყოველდღე. შავი ზღვის ახლოს ტემპერატურა უფრო ნაკლებად კონტრასტულია მისი ხემოქმედებით ვიდრე ახლო მდებარე სტეპებში. ზაფხული ცხელი და მზიანია, ივლისის საშუალო ტემპერატურაა +22 °C, ხშირად ჰაერის ტემპერატურა სამხრეთისათვის აღწევს საკმაოდ მაღალ ნიშნულებს ჩრდილში +40 °C . ნალექები წელოწადში 450-500 მმ-ია. აორთქლებადობა კი წელიწადში 1000 მმ-ს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით კლიმატი ძალიან მშრალია. ნალექები საკმაოდ თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში თუმცა, ზაფხულში - ჭექაქუხილის შემდეგ, ზამთარში კი - თოვლისა და წვიმის სახით. ტემპერატურის აბსოლუტურ მინიმუმს ნიკოლაევში წარმოადგენს −32 °C. ყოველწლიურად არქტიკული ანტიციკლონის გავლის დროს ტემპერატურა −20 °C -მდე ვარდება, თუმცა ეს აუცილებლად ყოველ წელს არ ხდება.

ისტორია[რედაქტირება]

მიკოლაევის ხედი სიმაღლიდან
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნიკოლაევის ისტორია.
პოტიომკინის საფლავი ხერსონში.

ქალაქის შექმნის იდეა გაჩნდა 1788 წელს, მას შემდეგ რაც 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, გენერალ-ფელდმარშალის ალექსანდრე სუვოროვის ჯარმა წარმატებით შეუტიეს თურქულ ციხე-სიმაგრეს - ოჩაკოვს და აიღეს ის. ნიკოლაევის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1789 წელს, თავად გრიგორ პოტიომკინის მიერ ინგულისა და სამხრეთი ბუგის შესაყართან წარმოქმნილ ნახევარკუნძულზე - როგორც საფლოტო და გემთმშენებელ ქალაქს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა სპეციალური გეგმის მიხედვით სადაც ქუჩები სწორი იყო და კვარტალები მართკუთხედის ფორმის. გეგმის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ივანე სტაროვი. თავდაპირველად ახალი დასახლება იხსენიებოდა როგორც „უსტ-ინგულად“.

ქალაქის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული გემთმშენებლობასთან და ფლოტთან. თითქმის 100 წელი აქ მდებარეობდა რუსეთის იმპერიის შავი ზღვის ფლოტის შტაბი. გუბერნატორ ალექსეი გრეიგის დროს პირველად იქნა წყალსადენის მშენებლობის მცდელობა, ასევე გზების მოკირწყვლა და ქალაქის გამწვანება.

1862 წელს ქალაქში გაიხსნა სავაჭრო კომერციული პორტი, რამაც გამოიწვია ქალაქის განვითარება. უკვე XIX საუკუნის ბოლოს მიკოლაევის პორტი მე-3 ადგილზე იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ოდესის შემდეგ უცხოელებთან ვაჭრობის მხრივ, ხოლო ხორბლეულის ექსპორტის მიხედვით, რასაც სტეპების შიდა გუბერნიები აწვდიდნენ პირველი ადგილი ეჭირა ქვეყანაში. თვითონ ნიკოლაევი ხდებოდა მსხვილი მრეწველობის ცენტრი სამხრეთ უკრაინაში.

ოქტომბრის რევოლუციის დროს ნიკოლაევს უწოდებდნენ „უკრაინის წითელ პიტერს“. 1920 წელს ალაქში საბოლოოდ დამყარდა საბჭოთა წყობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლაევი თითქმის სამი წლის განმავლობაში ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. 1944 წლის 28 მარტს ქალაქი გაათავისუფლა 68-ე საზღვაო დესანტის დახმარებით რომელსაც ხელმძღვანელობდა კონსტანტინე ოლშანსკი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში როდესაც ბრძოლის ყველა მონაწილეს მიენიჭა „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება, უმრავლესობას სიკვდილის შემდეგ.

დუმის შენობა XIX ს-ის ბოლოს.

1949–1955 წლებში ნიკოლაევში აშენებულ იქნა იმ პერიოდისათვის ერთ ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობა — უკრაინის კომპარტიის საოლქო კომიტეტის შენობა (ეხლანდელი მერიის შენობა). ომის შემდეგ პერიოდში ქალაქი იქცა გემთმშენებლობის ცენტრად საბჭოთა კავშირში. ქალაქი მოკლე ისტორიული პერიოდის განმავლობაში პატარა ვერფიდან გადაიქცა მსხვილსამრეწველო, საქმიან, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად სამხრეთ უკრაინაში.

ეკონომიკა და მრეწველობა[რედაქტირება]

მრეწველობის სფეროში ნიკოლაევში მთავარი ადგილი უჭირავს მანქანათმშენებლობას და ლითონის დამუშავებას, რომელთა შორის რა თქმა უნდა გამოირჩევა გემთმშენებლობა და ენეგეტიკული მანქანათმშენებლობა. ქალაქის სამრეწველო ქარხნები უზრუნველყოფენ მთელი უკრაინის გემთმშენებლობის მოცულობის 50%-ს, გაზოტურბინების სახელმწიფო წარმოების 90%-ზე მეტს, ალუმინის ნედლეულის წარმოების 80%.

სქოლიო[რედაქტირება]