ლუზიტანია (რომის პროვინცია)
ლუზიტანია (ლათ. Lusitania) — ძველრომაული პროვინცია, მდებარეობდა თანამედროვე პორტუგალიის უდიდეს ნაწილზე და სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში (ესპანეთის დღევანდელი ავტონომიური რეგიონი ესტრემადურა, ასევე სალამანკის პროვინცია და ავილა). ლუზიტანიის დედაქალაქი იყო მერიდა.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ლუზიტანიას ჩრდილოეთიდან საზღვრავდა მდინარე დორუ, აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ტარაკონის ესპანეთი, ხოლო სამხრეთიდან – ბეტიკა. სახელწოდება მოდის იბერიის ნახევარკუნძულის ძველი მაცხოვრებლების ლუზიტანების სახელიდან, რომლებმაც განიცადეს ძლიერი რომანიზაცია კლასიკურ ანტიკურ პერიოდში. შემდეგ კი შევიდნენ თანამედროვე პორტუგალიელების შემადგენლობაში.
ლუზიტანია დაარსდა ძვ. წ. 15 წელს, მას შემდეგ რაც გამოეყო ესპანეთის პროვინციას. მათი ეკონომიკური სიძლიერე დაფუძნებული იყო ვერცხლისა და რკინის მდიდარ საბადოებზე, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო რომაელთა მხრიდან.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||