დიდი მლაშე ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი მლაშე ტბა
ინგლ. Great Salt Lake
Great Salt Lake ISS 2003.jpg
კოორდინატები: 41°09′00″ ჩ. გ. 112°36′00″ დ. გ. / 41.15000° ჩ. გ. 112.60000° დ. გ. / 41.15000; -112.60000
მდებარეობა იუტა (აშშ-ის დროშა აშშ)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1,280 
სიგრძე 120 კმ
სიგანე 45 კმ
ფართობი 2500 ან 6000 ათასი კმ²
მოცულობა 18.9200000 კმ³
მაქსიმალური სიღრმე -15 
საშუალო სიღრმე -4,5, -7,5 
ჩამდინარე მდინარეები ჯორდანი, ვებერი, ბერი

დიდი მლაშე ტბა მდებარეობა აშშ

Blue pog.svg

დიდი მლაშე ტბა მდებარეობა იუტა

Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

დიდი მლაშე ტბა (ინგლ. Great Salt Lake) — ტბა აშშ-ში. მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში იუტას შტატში, ეს არის ყველაზე მლაშე ტბა, მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში,[1] მსოფლიოში არსებულ მლაშე ტბებს შორის მეოთხე ადგილი უკავია,[2] ხოლო დედამიწაზე არსებულ ტბებს შორის 37-ე ადგილს იკავებს.[3] მიუხედავად ამისა მისი ფართობი სისტემატიურად იცვლება. მაგალითად 1963 წლისათვის ტბის ფართობი შეადგენდა 2,460 კმ², 1987 წლისათვის ზედაპირის ფართობი კი 8,500 კმ² იყო.

ტბაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მდინარე ჩაედინება, მათგან აღსანიშნავია ჯორდანი, ვებერი და ბერი. ტბის სიახლოვეს ყოველწლიუარდ მოიპოვებენ 1.1 მილიონ ტონა მარილს. ამ ადგილს აგრეთვე უწოდებენ ამერიკულ „მკვდარ ზღვასაც“.[4] ტბაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი კუნძული.

ეს ადგილი მდებარეობს დაახლოებით 1,280 მეტრზე ზღვის დონიდან, ტბის სიგრძე დაახლოებით შეადგენს 120 კილომეტრს. საშუალო სიღრმე შეადგენს — 4.5 მეტრს, ყველაზე დაბალი წერტილი კი -15 მეტრია. დიდი მლაშე ტბის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არის მარილის უდაბნოები. ტბა დაახლოებით ხუთ მილიონ ტონა ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. მიუხედავად აქ არსებული სიმლაშისა, წყალში აღმოჩენილი იქნა ზღვის ცხოველთა მცირე რაოდენობა.

ტბა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Great Salt Lake. Encyclopedia Britannica Online
  2. Great Salt Lake, Utah. U.S. Geological Survey.
  3. Large Lakes of the World. Factmonster.com.
  4. Great Salt Lake — a lively recreational jewel. Lynn Arave, Deseret News.