ლაგუნა-ვერდე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლაგუნა-ვერდე | |
|---|---|
| Laguna Verde | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 4 300 მ |
| ფართობი | 5.2 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 10 კმ |
ლაგუნა-ვერდე და ვულკანი ლიკანკაბური
ლაგუნა-ვერდე (ესპ. მწვანე ტბა) — მინერალების მაღალი შემცველობის ტბა ბოლივიის მაღალმთიანეთში, პოტოსის დეპარტამენტში. მდებარეობს ჩილეს საზღვართან, ვულკან ლიკანკაბურის ძირში, ზღვის დონიდან 4 300 მეტრზე. ფართობი შეადგენს 5,2 კმ²-ს. ვიწრო კორიდორით გამოყოფილია ტბა ლაგუნა-ბლანკასგან.
წყლის მწვანე შეფერილობა განპირობებულია მასში სპილენძის შემცველი მინერალების მაღალი კონცენტრაციით. ტბა გამოირჩევა თბილი წყლით.
არის შემთხვევები, როდესაც მნახველები ტბაზე საოცარ სანახაობას აწყდებიან — ფლამინგოების ცეკვას.