მიშელ როდრიგესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ როდრიგესი

დაიბადა12 ივლისი, 1978 (1978-07-12) (45 წლის)
სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
ეროვნებაამერიკელი
საქმიანობა მსახიობი

მაიტ მიშელ როდრიგესი (ინგლ. Michelle Rodriguez; დ. 12 ივლისი, 1978) — ამერიკელი მსახიობი. დამოუკიდებელ ფილმში ''ქალთა ბრძოლაში'' (2000), პრობლემური მოკრივის შესრულებულმა როლმა, კრიტიკოსების მოწონებასთან ერთად რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის Independent Spirit Award და გოთამის პრემია საუკეთესო სადებიუტო შესრულებისთვის. შემდეგ წელს, მან ითამაშა ლეტი ორტისის როლი, ფილმში ფორსაჟი (2001), ლეტი ორტისის როლი მან ექვს დამატებით ფილმში ითამაშა. იგი ასევე მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ სამოქმედო ფილმში, მათ შორის არის: ბოროტების სავანე, SWAT, და ავატარი .

ტელევიზიაში, როდრიგესმა ითამაშა ანა ლუსია კორტესესი სერიალ დაკარგულების მეორე სეზონში. მას ასევე ჰქონდა მრავალი ხმოვანი გამოსვლა ისეთ ვიდეო თამაშებში, როგორიცაა: Call of Duty და ჰალო, გაახმოვანა 3D ანიმაციური ფილმს ტურბო და სატელევიზიო სერიალი IGPX. 2013 წელს Entertainment Weekly-ს სტატიაში როდრიგესი აღწერილი იყო, როგორც ”სავარაუდოდ სამოქმედო ჟანრის ჟანრის ყველაზე ხატოვანი მსახიობი ქალი და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლათინოსი” [1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიტ მიშელ როდრიგესი [2] დაიბადა 1978 წლის 12 ივლისს,[3] სან ანტონიოში, ტეხასის შტატში.[4][5] დედამისი, კარმენ მილადი როდრიგესი (Pared Espinal), დომინიკელია, ხოლო მისი მამა, რაფაელ როდრიგესი, პუერტორიკოელი იყო და მსახურობდა აშშ-ს არმიაში.[6][7] როდრიგესი რვა წლის ასაკში დედასთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ 11 წლამდე ცხოვრობდა. მოგვიანებით, იგი პუერტო რიკოში გადავიდა, სადაც 17 წლამდე იყო და ბოლოს დასახლდა ნიუ-ჯერსიში. მან მიატოვა „უილიამ ლ. დიკინსონის საშუალო სკოლა“, მაგრამ მოგვიანებით მიიღო ზოგადი განათლება.[8][9] საერთო ჯამში, იგი ხუთი სკოლიდან გარიცხეს.[10] იგი მოკლე დროის განმავლობაში სწავლობდა ბიზნესის სკოლაში, შემდეგ კი ბიზნესის სწავლა შეწყვიტა, რათა სამსახიობო კარიერა დაეწყო, მისი მიზანი რეჟისორობა და სცენარისტობა იყო.[11] როდრიგესს ჰყავს 10 და და ძმა. იგი ნაწილობრივ აღზარდა მისმა მორწმუნე დედამთილმა ბებიამ, როგორც იეჰოვას მოწმე (დედის რელიგია),.[12][13] როდრიგესის დნმ-ს ტესტმა, რომელიც ჩაატარა სატელევიზიო პროგრამა Finding Your Roots-მა დაადგინა, რომ იგი წარმოშობით 72,4% ევროპელია, 21,3% აფრიკელი და 6,3% მკვიდრი ამერიკელი .[14] მან ასევე თქვა შოუში, რომ მის ოჯახებს შორის იყო გარკვეული რასობრივი კონფლიქტი, რადგან პუერტორიკოელ მამამისს მსუბუქი ფერი ჰქონდა, ხოლო დომინიკელ დედას - მუქი ფერის კანი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდრიგესი 2006 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

როდრიგესმა უამრავ კონკურსსა და კასტინგზე მიიღო მონაწილეობა, რათა მიეღო მისი პირველი როლი. ეკრანზე მაყურებელმა იგი პირველად 2000 წელს იხილა, დამოუკიდებელი ბიუჯეტის მქონე ფილმში, ''ქალთა ჩხუბი''. მან აღნიშნულ ფილმში ითამაშა დიანა გუზმანის, პრობლემური თინეიჯერის როლი, რომელიც თავისი აგრესიის გამო გადაწყვეტს, მოკრივე გამოვიდეს. როდრიგესმა დიანა გუზმანის განსახიერებისთვის მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია[15] მათ შორის არისდოვილის კინოფესტივალი,[16] Independent Spirit Awards,[17] გოთამის ჯილდო,[18] და მრავალი სხვა. თავად ფილმმა მიიღო მთავარი პრიზი Sundance-ის კინოფესტივალზე [19] და ასევე მოიგო ახალგაზრდობის პრემია კანის კინოფესტივალზე.

როდრიგესს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლები სხვა ისეთ წარმატებულ ფილმებში, როგორიცაა: ლეტი ორტიზი ფილმში, ფორსაჟი (2001) და რეინ ოკამპო ფილმში, ''ბოროტების სავანე'' ([[2002]]). იგი ასევე გამოჩნდა ამერიკულ ფილმში, ''ცისფერი ტალღა'' და SWAT- ში [20] 2004 წელს როდრიგესმა გაახმოვანა ვიდეო თამაში, სახელწოდებით ჰალო 2, მან გაახმოვანა საზღვაო ქვეითი. [21] მან ასევე გაახმოვანა ლიზ რიკაროს ხმა Cartoon Network-ის სერიალში, IGPX . [22] 2005 წლიდან 2006 წლამდე მან ითამაშა მკაცრი პოლიციელის ანა ლუჩია კორტესის [23] როლი სერიალში დაკარგულები, მისი პერსონაჟი აღნიშნულ სერიალში პირველად გამოჩნდა სერიალის პირველი სეზონის ფინალურ ნაწილში, სერიალში ასევე გამოჩნდა 2009 წელს, მეხუთე სეზონის მეორე ეპიზოდში. 2006 წელს როდრიგესმა მონაწილეობა მიიღო G4- ის შოუს ხატების ეპიზოდში. [24]

როდრიგესი 2009 წლის დეკემბერში

2008 წელს როდრიგესი გამოჩნდა პოლიტიკურ დრამაში ბრძოლა სიეტლში, სადაც ასევე მონაწილეობას იღებდნენ შარლიზ თერონი და ვუდი ჰარელსონი.[25] 2009 წელს გადაიღეს ფილმში, ფორსაჟი 4.[26][27] იმავე წელს, როდრიგესმა ითამაშა ჯეიმზ კამერონის მაღალბიუჯეტიანი სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში, ავატარი, რომელიც გახდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და რომელიც ითვლება როდრიგესის ყველაზე წარმატებულ როლად. 2009 წელს როდრიგესმა ასევე ითამაშა ფილმში ''სისხლიანი ტროპიკები'', სისხლიანი ტროპიკები დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც დაფუძნებულია დომინიკის რესპუბლიკის ისტორიულ დები მირაბალზე .[28][29]

2010 წელს როდრიგესი გამოჩნდა რობერტ როდრიგესის ფილმში, მაჩეტე.[30] 2011 წელს იგი აარონ ეკჰარტთან ერთად გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში Battle: Los Angeles. 2012 წელს რეინ ოკამპოს როლი ხელმეორედ ითამაშა ფილმში, ''ბოროტების სავანე 5''. ხოლო 2013 წელს მან კიდევ ერთხელ ითამაშა ლეტის როლი ფილმში, ფორსაჟი 6.[31]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michelle Rodriguez talks movies, female empowerment, and sex: 'I don't talk about what I do with my vagina'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 26 February 2014
  2. Woman. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2012. ციტირების თარიღი: February 7, 2007
  3. Marx, Rebecca Flint. Michelle Rodriguez: Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 28, 2011. ციტირების თარიღი: August 27, 2008
  4. Michelle Rodriguez Biography (1978–). ციტირების თარიღი: December 25, 2007 Gives birthplace as Bexar County, Texas, in which San Antonio partially is located.
  5. Race Matters: Michelle Rodriguez Recently Discovered Her Father's Ancestors Practiced Inbreeding To Keep The Fam 'Light And Bright' (June 2, 2012). ციტირების თარიღი: June 29, 2017 citing Finding Your Roots with Henry Louis Gates, Jr., May 20, 2012, PBS.
  6. Romero, Angie. (April 15, 2009) Michelle Rodriguez: "I Feel Like I'm Being Born Again". Latina. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2012. ციტირების თარიღი: November 13, 2010
  7. Stated on Finding Your Roots with Henry Louis Gates, Jr., May 20, 2012, PBS
  8. Foreman, Jonathan. "Slugging It Out Over Girlfight: Studios Hot For B'klyn Teen Tale", New York Post, January 26, 2000. Accessed January 21, 2020. "Born in Texas and raised mostly in New Jersey, but also in Puerto Rico and the Dominican Republic, she dropped out of Dickinson High ('a terrible school!') in Jersey City in the ninth grade, though she was good at English and science and later earned a GED"
  9. Michelle Rodriguez- Biography. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: October 13, 2012
  10. Raphael, Amy (April 11, 2009). „Amy Raphael interviews Michelle Rodriguez“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 8, 2014. ციტირების თარიღი: November 13, 2010.
  11. Michelle Rodriguez Official Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 16, 2008. ციტირების თარიღი: June 6, 2008
  12. „Michelle Rodriguez: in role after role, she has kicked the stereotype of the token female in the teeth, leaving an imprint all her own“. September 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2008. ციტირების თარიღი: December 25, 2007.
  13. The Religious Affiliation of Actress Michelle Rodriguez (August 11, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 23, 2011. ციტირების თარიღი: December 25, 2007
  14. „Adrian Grenier, Michelle Rodriguez, and Linda Chavez (@ the 47:30 mark)“. PBS. March 22, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 13, 2014. ციტირების თარიღი: მარტი 10, 2021.
  15. A Conversation About "Girlfight"; October 27, 2000. Charlierose.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2014. ციტირების თარიღი: March 8, 2010
  16. "Girlfight" a Winner. FilmFestivals.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2012. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  17. "Girlfight" a Winner. FilmFestivals.com. ციტირების თარიღი: December 23, 2010""Girlfight" a Winner". FilmFestivals.com. Archived from the original on December 18, 2012. Retrieved December 23, 2010.
  18. Gothan Awards Recipients. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: December 23, 2010IFP Gotham Independent Film Awards. (PDF). Archived from the original დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (PDF) on March 4, 2016. Retrieved December 23, 2010.
  19. 'Girlfight,' 'Count on Me' Tie at Sundance“. Los Angeles Times. January 30, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 10, 2011. ციტირების თარიღი: December 23, 2010.
  20. S.W.A.T.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2010. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  21. Interview: Michelle Rodriguez in Halo 2. Gamestar. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2010. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  22. The Ghost Cast & Crew List. The Big Cartoon Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 17, 2013. ციტირების თარიღი: December 23, 2010. The Big Cartoon Database. Archived from the original on January 17, 2013. Retrieved December 23, 2010.
  23. Itzkoff, Dave (November 15, 2005). „She loves acting tough on 'Lost'. The New York Times. ციტირების თარიღი: December 23, 2010.
  24. ICONS: Michelle Rodriguez Episode #6004. G4 Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2013. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  25. Battle in Seattle. The Miami Herald. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  26. Itzkoff, Dave (March 26, 2009). „What a Stunt! Can They Do It Again?“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2009. ციტირების თარიღი: December 23, 2010.
  27. "Universal Shuffles 2009 Schedule"; December 10, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 21, 2012. ციტირების თარიღი: March 8, 2010
  28. Tropico de Sangre. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  29. La historia de las hermanas Mirabal. El Tiempo. ციტირების თარიღი: December 23, 2010
  30. Get Your Grindhouse Fix With a New Poster from Robert Rodriguez's Machete. Bloody Disgusting. ციტირების თარიღი: 2015-12-01
  31. Michelle Rodriguez Voices 'Turbo' Character For First Animation Gig. HuffingtonPost.com.