ნიუ-იორკის მოდის კვირეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიუ-იორკის მოდის კვირეული (ინგლ. New York Fashion Week, ამჟამად ოფიციალურად ქვია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული - Mercedes-Benz Fashion Week), მოდის ჩვენების კვირეული ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება (გაზაფხულსა და შემოდგომაზე). ეს არის მოდის ინდუსტრიაში ოთხი უმთავრესი მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი ნიუ-იორკის მოდის კვირეული, იმჟამად წოდებული როგორც "პრესის კვირეული", იყო მსოფლიოში პირველი ორგანიზებული მოდის ჩვენება. ჩატარდა 1943 წელს და მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგული მოდისგან ყურადღების მოქცევა იყო, ვინაიდან ამ ინდუსტრიის მესვეურებს ომის გამო პარიზში მგზავრობა არ შეეძლოთ ფრანგული მოდის ჩვენებების საყურებლად. მოდის პუბლიცისტმა ელეანორ ლამბერმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, რომელსაც მან "პრესის კვირა" (Press Week) უწოდა, რათა მოდის ჟურნალისტები ამერიკელი დიზაინერებით დაეინტერესებინა. ჩვენებაზე მყიდველები არ დაიშვებოდნენ, მათ მხოლოდ დიზაინერთა პავილიონში შეეძლოთ მისვლა. პრესის კვირა წარმატებული გამოდგა და მოდის ჟურნალმა ვოგმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრანგულ დიზაინს უწევდა პოპულარიზაციას, ამერიკული მოდელების ბეჭდვაც დაიწყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]