მერინოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერინოსი

მერინოსი (ესპ. merinos) — ცხვრის ჯიში, რომლის ერთგვაროვანი შტაპელური აგებულების კანძი შედგება ერთგვაროვანი წმინდა ბეწვისაგან. სამშობლო ესპანეთია. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში მოიყვანეს რამდენიმე ტიპის მერინოსი. მეცხვარეებმა გამოიყვანეს მერინოსული ცხვრის მაღალპროდუქტიული ჯიშები: ასკანიური, საბჭოური მერინოსი, აზერბაიჯანული მთის მერინოსი, კავკასიური, ალთაური, სალსკური, სტავროპოლური, გროზნოული და სხვა ჯიშები.

მერინოსის მატყლი შედგება წმინდა (15-20 მკმ), რბილი წმინდა ბოჭკოსაგან. ერთი წლის მერინოსის მატყლის სიგრძეა 6-8 სმ. მატყლის წონა — ერკემლისა — 8-12 კგ, რეკორდული — 30,6 კგ (ასკანიური ჯიშის): ნერბისა — 4-6 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი 35-45%. მერინოსს ამრავლებენ მსოფლიოს მეტწილ ქვეყნებში. სულადობით ყველაზე მეტია ავსტრალიაში, ყოფილ სსრკ-სა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკებში. ყოფილ სსრკ-ში მერინოსის მოშენების რაიონები იყო უკრაინა, ჩრდილოეთ კავკასიის სტეპის რაიონები, ქვემო და შუა ვოლგისპორეთი, ციმბირის სამხრეთი რაიონები, ყაზახეთი და ყირგიზეთი, ამიერკავკასიის ზოგიერთი რაიონი.

ლიტერატურა[რედაქტირება]