საბჭოური მერინოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოური მერინოსი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია 1920-1952 წლებში სსრკ-ის ევროპის ნაწილის სამხრეთ რაიონებში მაზაევური და ახალკავკასიური მერინოსების შეჯვარების შედეგად მიღებული ნაჯვარების გადარჩევისა და შერჩევის გზით, აგრეთვე ადგილობრივი უხეშმატყლიანი ნერბებისა და მერინოსული ერკემლების შთანთქმითი შეჯვარებით მიღებული ნაჯვარების მონაწილეობით.

ჯიშში განასხვავებენ 2 ტიპს — სამატყლესა და სამატყლე-სახორცეს. მატყლი მერინოსისაა, ხშირი, სიმსხოსა და სიგრძის მიხედვით თანაბარი. თანაბარზომიერად კლაკნილი, უპირატესად 64-ე ხარისხისა, სიგრძით 7,5-10 სმ. ერკემლის ნაპარსი შეადგენს 13-16 კგ (უდიდესია 24 კგ-მდე), ნერბისა 5-7 კგ (უდიდესია 12 კგ-მდე). სუფთა მატყლის გამოსავალი 36-42%. ნაყოფიერება 100 ნერბზე 120-140 ბატკანია. ცხვარი კარგად ეგუება ზამთრის საძოვრებზე სამომთაბარო პირობებს. საბჭოური მერინოსის მოშენებას მისდევენ სტავროპოლის მხარეში, როსტოვისა და ასტრახანის ოლქებში, დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]