აბორდაჟი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Abordage.jpg

აბორდაჟი — ხომალდების შეპყრობის ერთ-ერთი უძველესი წესი, რომელსაც მიმართავდნენ მეკობრეები უცხო ხომალდების შესაპყრობად. აბორდაჟი გამოიხატება უცხო ხომალდთან მიახლოებით და მის გემბანზე გვარლსმობმული სამკაპების გადასროლით, რომლის შედეგად ხომალდს უჭირს მოძრაობის გაგრძელება და უნებლიედ, თავდამსხმელ-ხომალდზე მიბმული ხდება. აბორდაჟი ხორციელდება ელვისებური სისწრაფით და გამოირჩევა გადამჭრელი და გაბედული მოქმედებებით. თანამედროვე პირობებში აბორდაჟს იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავენ ბრაკონიერების და მეკობრეების დასაკავებლად.