მარკ ბლოკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ ბლოკი
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1886
დაბ. ადგილი ლიონი
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1944
გარდ. ადგილი სენ-დიდიე-დე-ფორმანი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ისტორია
მუშაობის ადგილი სტრასბურის უნივერსიტეტი,
პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები ფრანგული სამხედრო ჯვარი

მარკ ბლოკი (ფრანგ. Marc Léopold Benjamin Bloch' დ. 6 ივლისი, 1886, ლიონი — გ. 16 ივნისი, 1944, სენ-დიდიე-დე-ფორმანი) — ებრაული წარმოშობის ფრანგი ისტორიკოსი. დასავლეთევროპული ფეოდალიზმის, საფრანგეთში აგრარული ურთიერთობებისა და ისტორიის მეთოდოლოგიის საერთო პრობლემების შესახებ არსებული ნაშრომების ავტორი. ლუსიენ ფევრთან ერთად დაარსა ჟურნალი „ანალები“. არის ასევე ანალების სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიმართულებისა, რომელმაც ისტორიულ მეთოდოლოგიაში გადატრიალება მოახდინა. სწავლობდა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, განათლება გაიღრმავა ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში (1908-1909). მეორე მსოფლიო ომის დროს იყო წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1944 წელს დახვრიტა გესტაპომ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ.მ დალინი XIX—XX საუკუნეების საფრანგეთის ისტორიკოსები. — М.: მეცნიერება, 1981. — 16000 ეგზ.
  • ჟ. ლეგოფი Предисловие // Короли-чудотворцы : Очерк представлений о сверхъестеств. характере королев. власти, распростран. преимущественно во Франции и в Англии / Пер. [с фр.] и коммент. В. А. Мильчиной. — 1998. — В. Короли-чудотворцы : Очерк представлений о сверхъестеств. характере королев. власти, распростран. преимущественно во Франции и в Англии. — С. 11-58. — ISBN 5-7859-0057-2.