სტრასბურის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნივერსიტეტის სასახლე, ყოფილი საიმპერიო უნივერსიტეტის მთავარი შენობა
მთავარი ბიბლიოთეკა

სტრასბურის უნივერსიტეტისაფრანგეთში, ელზასის რეგიონის ქალაქ სტრასბურში მდებარე უნივერსიტეტი. წარმოიქმნა პროტესტანტული ჰუმანისტური გერმანული გიმნაზიიდან, რომელიც 1538 წელს იოჰანეს შტურნმა დააარსა თავისუფალ საიმპერიო ქალაქ სტრასბურგში. 1631 წელს გარდაიქმნა უნივერსიტეტად.

გერმანულ უნივერსიტეტს, 1681 წელს ქალაქის ლუი XIV-ის მიერ დაპყრობის შემდეგაც არ შეუწყვეტია ფუნქიონირება, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის დროს თითქმის სრულიად ფრანგულ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 1872 წელს ფრანკო-პრუსიის ომის შემდეგ ალზას-ლორენის გერმანელთა მიერ დაპყრობის შემდეგ უნივერისტეტი ხელახლა დაარსდა, როგორც გერმანული კაიზერ-ვილჰელმის უნივერსიტეტი და ფრანკოფონი მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ სასწავლებელი დაეტოვებინათ. 1918 წელს ალზას-ლორენი ისევ საფრანგეთის ნაწილი გახდა და შესაბამისად, უნივერსიტეტიც ისევ ფრანგული, ამასთან ყველა გერმანელი, რომელიც ალზასში 1871 წლის შემდეგ დასახლდა, იძულებული გახდა გადასახლებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის ოკუპაციისას, სტასბურგის უნივერსიტეტის პერსონალი და ნივთები კლერმონ-ფერანში გადაიტანეს. მის ადგილას კი მცირე ხნით გერმანული რაიხსუნივერსიტატ შტრასბურგი არსებობდა.

1970-იან წლებში უნივერსიტეტი სამ დამოუკიდებელ დაწესებულებად დაიყო. სტუდენტთა საერთო რაოდენობა 2007 წელს 48.500-ს შეადგენდა. ეს სკოლებია:

  • სტრასბურ I — Université Louis Pasteur (მეცნიერება/ტექნოლოგია)
  • სტრასბურ II — Université Marc Bloch (ჰუმანიტარული საგნები)
  • სტრასბურ III — Université Robert Schuman (იურისპრუდენცია/პოლიტიკა/ეკონომიკა)

სტრასბურ I ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის წევრია (LERU).