განხილვა:ლუის ბუნიუელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხადია, ñ იკითხება, როგორც ”ნი”, მაგრამ ქართულში დამკვიდრებულია ”ბუნუელი” და არა ”ბუნიუელი”. - Ljova 16:59, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვთ მიუთითოთ, თუ როდის დამკვიდრდა "ბუნუელი". ბუნიუელი - ასე არის მითითებული უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში, თბ. 1989, გვ. 72 სადაც წერია, რომ განხილული და მოწონებულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ. აგრეთვე ქსე-ში ტ. 2, გვ. 573.--ცანგალა () 19:36, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

90-იანი წლებიდან დაწყებული, პრესაში ყველგან გვხვდება ფორმა ”ბუნუელი”, უკანასკნელი ხანების მაგალითებიდან კი შეიძლება დავასახელო ჟურნალი ”კინო”. ასეა გოგი გვახარიას თუ სხვა კინომცოდნეთა სტატიებში. თუ კიდევ საჭირო გახდება მაგალითები, დავადგენ ამა თუ იმ გამოცემის ზუსტ თარიღს.Ljova 19:43, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
მეც ვემხრობი ამ აზრს (გოგი გვახარია ამ მხრივ ჩემთვის საკმარისი ავტორიტეტია). - ალ-ო / 19:49, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

აი რა მომწერა ჩემს განხილვის გვერდზე მომხმარებელმა Malafaya-მ. ლუის ბენიუელი? არ არის ლუის ბუნიუელი? ჩემი აზრია, რომ ქართველ მომხმარებელმა ვიკიპედიის საშუალებით ისწავლოს თუ რომელია მართებული. ხოლო ჩემთვის მართებულია ის, რასაც ენათმეცნიერი ენათმეცნიერები გვეუბნებიან და არა ის, რასაც კინოხელოვანი. გოგი გვახარიას ძალიან, ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც კინომცოდნეს. მაგალითები საჭირო არ არის - მხოლოდ მითითება, რომ ეს ენათმეცნიერების მიერ არის მიღებული. გთხოვთ ნახოთ სიურრეალიზმი. ცხადია, ñ იკითხება, როგორც ”ნი” - ამასაც ვეწინააღმდეგებით. მრავალი ვარიანტების გადამისამართების წინააღმდეგი არ ვარ, მხოლოდ ბოლო გადამისამართება იყოს მართებულზე. ხოლო Ljova-ს კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან ვთხოვ, რადგანაც ხელი მიუწვდება ამ კომისიას ყოველთვის მიუთითოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და არა ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტში მოყვანილი ფაქტები. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ. რისთვის შეიქმნა ენის სამმართველოსთან სალიტერატურო ენის ნორმების კომისია? ვიკიპედიაში მოყვანილი თითოეული პრობლემა გადაეცი კომისიას და გადაწყვეტილებას მიიღებენ, რის შედეგადაც ყველაფერი უპრობლემოდ გადაწყდება ვიკიპედიაში.--ცანგალა () 20:44, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა მიღებულია. უახლოეს დღეებში ვეცდები ყველაფერი დავადგინო და ყველა აქ მოტანილი სადავო სახელის საკითხი დავადგინო კომისიის საშუალებით. მხოლოდ სამწუხარო ისაა, რომ კომისია ნელა მუშაობს და იშვიათად (თვეში ერთხელ) იკრიბება; თან, მაისში იყო ბოლო შეხვედრა. მაგრამ ეგ არაფერი, სადავო სახელებს ამოვწერ და განსახილველად გავიტანთ.:)Ljova 20:54, 23 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ვინ რას ეძახის მეორე საკითხია, ხოლო პირველი საკითხია წყარო. აქაც ლუის ბუნიუელი. - ოთოჯი განხილვა 17:08, 25 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]