ლომონოსოვი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ლომონოსოვი
Ломоносов
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540-020 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ლომონოსოვი (რუს. Ломоносов, გერმ. Oranienbaum, ფინ. Kaarosta, Rampova, 1948 წლამდე — ორანიენბაუმი) — ქალაქი რუსეთში, ფედერალური მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაში, პეტროდვორცოვის რაიონში. ქალაქი წარმოადგენს ლომონოსოვის რაიონის ცენტრს. მდებარეობს ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე, მდინარე კარასტის შესართავთან. 1710 წელს დაარსდა, როგორც ალექსანდრ მენშიკოვის ქალაქგარეთა რეზიდენცია, ხოლო ქალაქის სტატუსი 1780 წელს მიიღო.
ქალაქში მდებარეობს XVIII საუკუნის სასახლის საპარკო კომპლექსი „ორანიენბაუმი“. ლომონოსოვი დაჯილდოვებულია სამამულო ომის ორდენით და ქალაქს „სამხედრო დიდების ქალაქის“ წოდება აქვს[2][3]. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული რაიონები: მორდვინოვკა, წითელი გარეუბანი, კრონშტადტის კოლონია ოლგინის არხი[4].
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ქალაქის ადმინისტრაცია
- ინფორმაციული ვებ-გვერდი
- მუზეუმი „ორანიენბაუმი“
- ლომონოსოვი ენციკლოპედიაში „ჩემი ქალაქი“
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Госкомстат РФ. Итоги ВПН 2010. Том 1. Численность и размещение населения: 11. Численность населения России, федеральных округов, субъектов Российской Федерации, городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений
- ↑ Дмитрий Медведев подписал указы о присвоении городам Коврову, Ломоносову, Таганрогу, Петропавловску-Камчатскому почётного звания «Город воинской славы»
- ↑ Указ Президента Российской Федерации № 1457 от 3 ноября 2011 года «О присвоении г. Ломоносову почётного звания Российской Федерации „город воинской славы“»
- ↑ О Реестре названий объектов городской среды. Постановление Правительства Санкт-Петербурга от 6 февраля 2006 года № 117
|
||||||||||