უბსუ-ნური
| უბსუ-ნური* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | ix, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
| ნომერი | 769 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 769 რუს. • ინგლ. • ფრ. |
უბსუ-ნური (მონ. Увс нуур,რუს. Убсу-Нур) — მარილის მაღალი შემცველობის ტბა მონღოლეთსა და ნაწილობრივ რუსეთში, უბსუ-ნურის აუზში. მისი ფართობი 3,350 კმ²-ია და უდიდესია მონღოლეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 759 მეტრზე. მის სიახლოვეს მდებარე ყველაზე დიდი დასახლებაა ქალაქი ულანგომი. ტბის თავთხელი და ძალიან მარილიანი წყალი ნარჩენია იმ მლაშე ზღვისა, რომელიც ათასობით წლის წინ ამ ტერიტორიებს ფარავდა.
ტბის სიგრძე 84 კმ-ია, სიგანე 79 კმ, საშუალო სიღრმე 6 მ. მთავარი ჩამდინარე მდინარეებია ხანგაის მთებიდან ჩამომდინარე ტურუნი და ტესი და ალტაის მთებიდან ჩამომდინარე ხალხირა და სანგილი. ზამთარში ტბა იყინება (ოქტომბრიდან მაისამდე). მის წყალში გავრცელებულია 29 სახეობის თევზი.
ტბა და მისი შემოგარენი დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. 2003 წელს იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები რუსეთში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- UNESCO evaluation of the property
- Data summary Uvs Nuur
- Protected areas of the world Uvs Nuur Basin, Russian Federation (Tuva) & Mongolia
- Natural Heritage Protection Fund - The Uvs Nuur Basin
- Notes on the Cladoceran and Copepod Fauna of the Uvs Nuur Basin (Northwest Mongolia)
- Uvs Lake, Mongolia
- The Ubsunur Hollow State Biosphere Reserve
- Ubsu-Nur Accepted into World Network of Biosphere Reserves
- Singing Stones - The Republic of Tuva
- Ubsu Nur satellite photo
- The distribution of the vegetation in the Uvs-nuur basin and its surrounding mountain ranges
- Lake Uvs and its surrounding wetlands
- Limnological Catalog of Mongolian Lakes
|
|||||