წმინდა სერგის სამების ლავრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა სერგის სამების ლავრის არქიტექტურული ანსამბლი სერგიევ-პოსადში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 56°18′37″ ჩ. გ. 38°07′46″ ა. გ. / 56.31028° ჩ. გ. 38.12944° ა. გ. / 56.31028; 38.12944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 657
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 657
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა სერგის სამების ლავრა (რუს. Троице-Сергиева лавра) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რუსული მონასტერი და სულიერი ცენტრი. მდებარეობს ქალაქ სერგიევ-პოსადში, მოსკოვიდან 70 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, იაროსლავლისკენ მიმავალ გზაზე. ამჟამად მონასტერში მოღვაწეობს 300 ბერი.

XIV საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი 1345 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა რუსმა წმინდანმა სერგი რადონეჟელმა დააარსა, რომელმაც მაკოვეცის ბორცვზე წმინდა სამების სახელობის ხის ეკლესია ააგო. მონასტრის ადრეული განვითარება კარგად აქვთ აღწერილი წმინდა სერგის თანამედროვეებს და მის მოსწავლეებს.

1355 წელს, სერგიმ შეიმუშავა სიგელი, რომლითაც ის მონასტრის დამხმარე ნაგებობების - სატრაპეზოს, სამზარეულოს და პურის საცხობის აგებას მოითხოვდა. ეს სიგელი დაკმაყოფილებული აღმოჩნდა წმინდანის მრავალრიცხოვანი მიმდევრების მიერ, რომლებმაც რუსეთის მასშტაბით 400-ზე მეტი მონასტერი დააარსეს, მათ შორისაა სოლოვეცის, კირილოვისა და სიმონოვის მონასტრები.

წმინდა სერგი თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა დიმიტრი დონელს. 1380 წელს, დიმიტრის დასახმარებლად კულიკოვოს ბრძოლაში, მან ორი თავისი ბერი გაუშვა - ალექსანდრე პერესვეტი და ოსლიაბია. ალექსანდრე თათარ ბოგატირთან პირისპირ ბრძოლაში დაიღუპა. 1408 წელს, თათართა თავდასხმის შედეგად, მონასტერი ცეცხლმა გაანადგურა.

XV-XVI საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1422 წელს, წმინდა სერგი რუსეთის სახელმწიფოს მფარველად გამოცხადდა. ამავე წელს, კოსოვოს ბრძოლაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ციმბირელ ბერთა ჯგუფმა ძველის ადგილას პირველი ქვის მონასტერი ააშენეს. წმინდა სერგის წმინდა ნაწილები დღემდე ამ საკრებულო ტაძარში განისვენებს. ტაძრის ფრესკებით მოსახატად მოწვეულ იქნენ შუა საუკუნეების ცნობილი რუსი ხატმწერები - ანდრია რუბლიოვი და დანიილ ჩორნი. ტრადიციულად, მოსკოვის დიდი სამთავროს სამეფო ოჯახის წევრები ამ ტაძარში ინათლებოდნენ და სამადლობელ წირვებსაც აქ აღავლენდნენ.

1559 წელს, ივანე მრისხანეს ბრძანებით დაიწყო ექვსსვეტიანი ტაძრის მშენებლობა, რომელმაც ექვს წელს გასტანა. ტაძარი ბევრად დიდია ვიდრე მოსკოვის კრემლში მდებარე მისი სეხნია. მოხატულია იმ დროისათვის სახელგანთქმულ ხატმწერთა მიერ. ტაძარში მდებარეობს ბორის გოდუნოვის, მისი ოჯახისა და XX საუკუნის რამდენიმე პატრიარქის აკლდამა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, 1920 წელს, მონასტერი საბჭოთა მთავრობამ დახურა. შენობები სხვადასხვა სამოქალაქო ინსტიტუტებს გადაეცათ ან მიზეუმებად გამოცხადდა. 1930 წელს გაანადგურეს, მონასტრის ზარები, მათ შორის 65 ტონიანი სამეფო ზარი. რუსი საზოგადო მოღვაწე მამა პაველ ფლორენსკი და მისი მიმდევრები აქტიურად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მთავრობის მხრიდან მონასტრის გამალებული ძარცვისთვის, მაგრამ ბევრს ვერაფერს გახდნენ, მრავალი ღირებული ნივთი დაიკარგა, ან სხვადასხვა კოლექციებში გადავიდა.

1945 წელს, იოსებ სტალინის მიერ დაწყებული ეკლესიისადმი შემწყნარებლუირ პოლიტიკის შედეგად, მონასტერი კვლავ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1946 წლის 16 აპრილიდან, მთავარ ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა. 1960-1970-იან წლებში, მონასტერს მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. 1983 წლამდე, მოსკოვის საპატრიარქოს მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა, სანამ ის მოსკოვში, დანილოვის მონასტერში გადაინაცვლებდა.

1993 წელს, წმინდა სერგის სამების ლავრა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის პანორამა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]