ლეგჰორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეგჰორნი

ლეგჰორნიქათმის ჯიში მეკვერცხული მიმართულებისა. გამოყვანილია XIX საუკუნეში აშშ-ში, იტალიური თეთრი ქათმის შეჯვარებით მინორულა, ესპანური ძიძგილა და სხვა ჯიშის ქათმებთან. ფერად თეთრი, წაბლისფერი, შავი ან ცისფერია. სხეულის აგებულებისა და ბიბილოს ფორმის მიხედვით არსებობს რამდენიმე სახესხვაობა. მამლის მასაა 2,3-2,7 კგ, დედლისა — 1,8-2,0 კგ. მეკვერცულობა 220-270 კვერცხი წელიწადში. საუკეთესო მოქცეული 300-ზე მეტ კვერცხს იძლევა. კვერცხის მასა 55-60 დ. ყოფილ სსრკ-ში პირველად 1925 წელს შემოიყვანეს. ადგილობრივ ქათმებთან შესაჯვარებლად და ახალი ჯიშების (რუსული თეთრი და სხვა) გამოსაყვანად იყენებდნენ.

საქართველოში ლეგჰორნი 1925-1927 წლებში შემოიყვანეს. აშენებდნენ მეკვერცხეობის ფაბრიკებში — სამგორის სამომშენებლოში, მეფრინველეობის ამიერკავკასიის ზონალურ საცდელ სადგურში, საქართველოს ზოოტენიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტის კრწანისის სასწავლო-ექსპერიმენტულ მეურნეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]