ლეონდინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონდინგი
Leonding
Leonding Harter Plateau 2003.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მხარე ზემო ავსტრია
კოორდინატები 48°16′ ჩ. გ. 14°15′ ა. გ. / 48.267° ჩ. გ. 14.250° ა. გ. / 48.267; 14.250
ფართობი 24,05 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 289
მოსახლეობა 25 295 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 052 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0732
საფოსტო ინდექსი 4060
ოფიციალური საიტი http://www.leonding.at/

ლეონდინგი მდებარეობა ავსტრია

Red pog.svg

ლეონდინგი (გერმ. Leonding) — ქალაქი ავსტრიაში, ლინცის სამხრეთ-დასავლეთით, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 295 ადამიანს შეადგენდა. ჩრდილოეთით გაედინაბა მდინარე დუნაი.

ლეონდინგი ლინცთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. იშლება ალპების ულამაზესი ხედი, რაც საცხოვრებლად მაღალ სოციალურ კლასს იზიდავს. ლინცის სიახლოვისა და კარგი სატრანსპორტო კავშირების წყალობით, ქალაქი ასევე იზიდავს მსხვილ კომპანიებს.

18981905 წლებში, ლეონდინგში ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი, სადაც ის ჯერ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგში კი ლინცის სიახლოვეს, გრამატიკის სკოლაში. ლეონდინგშია მისი მშობლების — ალოისისა და კლარას საფლავები. აქვეა დაკრძალული მისი ძმა — ედმუნდი. 1938 წელს ჰიტლერმა მშობლების საფლავები მოინახულა. მამამისი, 1903 წელს გარდაიცვალა ლეონდინგის ერთ-ერთ ბარში, როდესაც ჭიქა ღვინოს შეექცეოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]