კუროსთავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუროსთავი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ორყურასებრნი
ლათინური სახელი
Tribulus terrestris

კუროსთავი[1] (ლათ. Tribulus terrestris) — ერთ, ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ორლებნიანთა კლასის, ორყურასებრთა (Zygophyllaseae) ოჯახიდან. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავ ღეროებზე აქვს მოპირისპირედ 5-8 რიგად განლაგებული მუქი მწვანე ფოთლები და ფოთლების ღლიებში მოკლე ღეროზე მჯდომი წვრილი ყვითელი ყვავილები. ნაყოფი ორლებნიაბი ეკლოვანი კოლოფია. კუროსთავი ითვლება აბეზარ სარეველა მცენარედ. ამ თვისებამ განაპირობა წმინდა წერილში (მათე, 7,16) მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. საქართველოს გარდა კუროსთავი გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, სამხრეთ ევროპასა და ავსტრალიაში.

კუროსთავისაგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ მედიცინაში. მისი ეკალი შეიცავს ტანინს, გლიკოზიტებს, ეთერზეთებს და ა.შ. მას იყენებენ მატონიზირებელ საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Daniel Reid, Handbuch der chinesischen Heilkräuter, München, 1998.

სქოლიო[რედაქტირება]