ორყურასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ორყურასებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Zygophyllaceae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ორყურასებრნი (Zygophyllaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქბალახები ან ბუჩქები, ზოგჯერ ხეები და ბალახებია. აქვთ მოპირისპირედ ან უფრო იშვიათად მორიგეობით განწყობილი ფოთლები, ხვეულებად, მტევნებად ან დიქაზიუმებად შეკრებილი 4- ან 5- წევრიანი ყვავილები. ოჯახი აერთიანებს 25 გვარის 290 მ-მდე სახეობას. მათგან საქართველოში 5 გვარის (მარიამსაკმელა, Tetradiclis, ორყურა — Zygophyllum, კუროსთავი — Tribulus, Nitraria) 5 სახეობაა. მრავალი ორყურასებრნი აბეზარი სარეველაა, ზოგიერთი — შხამიანია. ფილოგენეზურად უძველესი ოჯახია. ორყურასებრნი გავრცელებულია კავკასიაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთამერიკაში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილსა და ავსტრალიაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 587, თბ., 1984
სტატიის