ჰენრი კუპრაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კუპრაშვილი, ჰენრი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი კუპრაშვილი
Генри Купрашвили. Босфор-2005.jpg
ჰენრი კუპრაშვილი. ბოსფორის სრუტე.
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

13 სექტემბერი, 1946 (1946-09-13) (ასაკი 65)

დაბადების ადგილი

საქართველოს დროშა საქართველო, ხაშური


ჰენრი კუპრაშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1946, ქ. ხაშური). ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი. საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,[1] პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,[2] პროფესორი. ვიცე-პოლკოვნიკი.[3] ჯორჯ მარშალის ცენტრის კურსდამთავრებული.[4] ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის,[5][6] მედლის "მხედრული მამაცობისათვის"[7] და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის[8] კავალერი. მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კ სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა და სხვ. ეს თიკუნები მიიღო მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს "ლაგუნა ვერეს" აუზში ჰენრი კუპრაშვილმა ამავე სტილით გაცურა ორი კილომეტრი 92 წუთში. ამ მოვლენებს მსოფლიოს უპირველესი ტელეკომპანია სი-ენ-ენ–მა სამი სიუჟეტით გამოეხმაურა, სპეციალური სიუჟეტები მოამზადა როიტერსმა, ასოშიეიტედ პრესმა, თურქულმა ახალი ამბების სააგენტო იჰლასიმ, უკრაინულმა ტელეარხმა 1+1–მა, ასევე ფართოდ გავრცელდა ბი–ბი–სის, რია–ნოვოსტის, იტარ–ტასსის და სხვა სააგენტოების ინფორმაციები. ეს მოვლენა ასახა მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელევიზიამ

სექციების სია

[რედაქტირება] დამსახურებანი

როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, ჰენრი კუპრაშვილმა:

  • "გააცოცხლა" ქართული ცურვა, ანუ ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას (ქართულ ცურვაში შედის 8 სტილი: თავისუფალი კოლხური, ანუ იგივე ლაზური; ხელფეხშეკრული კოლხური, იბერიული, აფხაზური, ოკრიბულა, ქიზიყური, ხაშურული და თახვია);[9]
  • სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს;[10]
  • დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;[11]
  • არის პირველი ქართველი, საერთაშორისო მარათონელი მოცურავე; [4]
  • დაწერა ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;[12]

მასმედიაში აღინიშნა, რომ "ხელფეხშეკრული კოლხურით" დარდანელის სრუტის გადაცურვა იყო მოვლენა, რამაც:

  • შექმნა სრულიად ახალი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური განწყობა ადამიანებში - ცნობილია, რომ წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ყოფნა ინსტიქტურად სიკვდილისადმი ცხოველურ შიშს იწვევს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანის თანამდევი ეს ინსტიქტი მესამე ათასწლეულის დამდეგს შეიცვალა და ცხოველური შიშის სინდრომი მოხსნა;
  • შეცვალა ცურვის მიმართ ადამიანთა წარმოდგენა - ერთგვარად აზრობრივი დატვირთვაც კი დაუკარგა შეგონებას: «წყალში დასახრჩობად განწირულმა ადამიანმა იყვირა, ღმერთო მიშველეო, ღმერთმა მიუგო, ხელი გაანძრიე და გეშველებაო";
  • უჩვენა პრობლემებით დამძიმებულ საქართველოს - ადამიანი, როგორადაც არ უნდა შეუკრან მას ხელფეხი, რა გაჭირვებაშიც არ უნდა ჩავარდეს იგი, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს, ერთი შეხედვით თითქოს გამოუვალი მდგომარეობიდან ხსნა ყოველთვის მოიძებნება, მთავარია კაცმა რწმენა და სულიერი სიმტკიცე არ დაკარგოს.[14]

რეკორდსმენი მზადაა იმავე ყაიდით გადაცუროს ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეები.

მისმა მიმდევრებმა 2006 წლის 3 სექტემბერს მოაწყეს "თბილისის ზღვის"ხელფეხშეკრული კოლხურით” მასობრივი გადაცურვა. ამ უპრეცედენტო შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა 12 წლის ირაკლი შენგელიამ (3 500 მეტრიან დისტანციას მოანდომა 40 წუთი და 47 წამი, მეორე ადგილზე გავიდა 13 წლის ნასტია გრივაჩი (46.11.00), ხოლო მესამე ადგილი გაინაწილეს 11 წლის ნინო ბასილაიამ და ანი სიჭინავამ (57.54.00). 2007 წლის 30 აგვისტოს გაიმართა თბილისის ზღვის “ხელფეხშეკრული კოლხურით” მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვა. პირველი ადგილი დაიკავა კვლავ 13 წლის ირაკლი შენგელიამ (37.53.00), რომელმაც გააუმჯობესა წინა შედეგი. მეორე ადგილზე გავიდა დათო ბარდაველიძე (51.17.00), მესამეზე – თემურ კობახიძე (53.03.00), მეოთხეზე – თიკა ბაკურაძე (57.23.00), მეხუთეზე – ანი სიჭინავა (57.58.00). გადაცურვა მიეძღვნა ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის სრუტის გადაცურვის ხუთი წლისთავს.[15]

[რედაქტირება] ჰენრი კუპრაშვილის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტები ... , რეიტინგები, ლექსები...

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] ვიდეოკადრები

[რედაქტირება] ბიოგრაფიული მონაცემები

[რედაქტირება] განათლება, დისერტაცია

დაამთავრა ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი [16] და სპი-ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება [17]

დაცული აქვს:

[რედაქტირება] სამეცნიერო და პუბლიცისტური მოღვაწეობა

[რედაქტირება] სამეცნიერო კვლევის სფეროები

პოლიტოლოგიის პრობლემები, საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები საინფორმაციო ეპოქაში, საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები, ეროვნული უშიშროება, საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

[რედაქტირება] სადისერტაციო საბჭოს და სხვა სასწავლო–სამეცნიერო კომისიების წევრობა

[რედაქტირება] სასწავლო-პედაგოგიური გამოცდილება

[რედაქტირება] საჯარო მოხელის საკლასო ჩინი და კვალიფიკაციის ამაღლება

[რედაქტირება] სამსახურებრივი კარიერა

[რედაქტირება] დიპლომატიური საქმიანობა

1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.

[რედაქტირება] სხვადასხვა სამთავრობო კომისიების წევრობა

იყო: 1. ლტოლვილთა აღრიცხვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;[27] 2. ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის წევრი;[28] 3. საქართველოს ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურებისათვის გადმოცემული და მიტოვებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების სამხედრო ქალაქების, სამხედრო პოლიგონებისა და სხვა საწარმოო ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე ქიმიურ-რადიაციული ფონის მდგომარეობის შემოწმებელი სამთავრობო კომისიის წევრი;[29] 4. მმართველობის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი;[30] 5. საქართველოში ინფორმატიზაციის განვითარების მიზნით შექმნილი კომისიის წევრი[31] და სხვ.

[რედაქტირება] სხვადასხვა საზოგადოებების წევრობა

არის:

არჩეული იყო:

[რედაქტირება] კოორდინატორი

საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სემინარის კოორდინატორი: "რეფორმების კოორდინირება საჯარო სექტორში: საქმიანობის გაუმჯობესება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა". 1997 წლის 9-10 ოქტომბერი. ორგანიზატორები მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა (მიღებული აქვს მადლობის წერილი მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისიდან).

[რედაქტირება] დეპუტატობის კანდიდატობა

1990 წელს საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად თბილისის ლენინის რაიონის # 2 რკინიგზელთა საარჩევნო ოლქში (არჩევნები 25 მარტს იყო დანიშნული, შემდეგ რადიკალებმა და კომუნისტებმა ჩაშალეს). იმავე წელს, შემოდგომისათვის დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე საქართველოს სახალხო ფრონტმა დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა დმანისის # 41 საარჩევნო ოლქში (შემდგომ სახალხო ფრონტმა პოლიტიკური მოსაზრებით, ეს ადგილი დაუთმო დმანისის რაიკომის მაშინდელ მდივანს).[36]

[რედაქტირება] წლის ადამიანი – 2002

2002 წელს გაზ. „ახალი ეპოქის“ ჟურნალისტებმა ჰენრი კუპრაშვილი დაასახელეს წლის ადამიანად [37]

[რედაქტირება] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

საქრთველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ ჰენრი კუპრაშვილს უბოძა 1988 წელს ოქროს ჯვარი, 2003 წელს ვერცხლის დიდი ჯვარი და ფოტოსურათი წარწერით [38]

ლუკა კუპრაშვილი დედასთან, მარიამ ყიფიანთან ერთად. 1912

[რედაქტირება] სახელოვანი წინაპარი

ბაბუა, ლუკა ბარნაბის ძე კუპრაშვილი (1896-1924 წ.წ. ცუცხვათელი მღვდლის შვილი) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების მონაწილე (აჯანყების დამარცხების მიუხედავად, იგი ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდა და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლთან ერთად), ბოლშევიკებთან შეტაკების დროს დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან), დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და სოფლის წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის ფეხმძიმე (ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე) მეუღლე, რომელიც შვილებთან ერთად მთელი ცხოვრება ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

[რედაქტირება] სხვაგვარად აზროვნების შედეგები

სხვაგვარად აზროვნებისათვისა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაფრთხილებული იყო პირველად, 1967 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში, მეორედ, 1975 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობისას. გაფრთხილება მიიღო 2004 წლის 20 ოქტომბერსაც, ამჯერად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორი პასუხისმგებელი მუშაკისგან (მდივნის მოადგილე სიხარულიძე და სამსახურის უფროსი მ.კალანდაძე) გაზ. «24 საათში» სტატიის «მეფემ არ იცის, თორემ...» გამოქვეყნებისთვის,[39] აუკრძალეს შემდგომში მათთან შეთანხმების გარეშე სტატიების ბეჭდვა. მისთვის (მაშინ იგი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსად მუშაობდა) მათი ულტიმატუმი მიუღებელი იყო და იმავე გაზეთში კვლავ გამოაქვეყნა სტატია «ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი»[40], ამის შემდეგ იგი მკაცრად დაისაჯა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ელენე ჩაბრაძე. ძეგლი ხელთუქმნელი. წინაპრები და თანამედროვეობა. გაზ. "ბიზნეს–კურიერი", 1994 წლის 25 თებერვალი–4 მარტი
  • გურამ ყორანაშვილი. ჭკუის სასწავლებელი წიგნი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", № 9, 1998 წლის 13 იანვარი
  • მიხო მორჩილაძე. ჰენრი, წამოხვალ პარტიზნად? გაზ. "ახალი ეპოქა", 2002 წლის 18–24 ოქტომბერი
  • დანელია ვ. გამარჯვება, ბიჭებო! – თბილისი, გამომც.”დედაენა” 2002, გვ.83-86
  • დარდანელის გმირი:შვიდი უნიკალური მოვლენა / მთ.რედ.:ომარ გოგიაშვილი. თბ.:მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი, 2003.64 გვ.;ტექსტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. UDC: 796.092.2 + 797.2(479.22)[29]
  • ირმა კახურაშვილი. დავით მეფე... კომუნისტების დროს. გაზ. "მთავარი გაზეთი", 2003 წლის 8 თებერვალი
  • ნომადი ბართაია, მოგიღწევია საქართველოვ, აქამდე როგორ .ჰენრი კუპრაშვილს . გაზ. მწერლის გაზეთი, № 36, 2003 წლის 11-17 დეკემბერი
  • მაყვალა კუბლაშვილი, ჰენრი კუპრაშვილს - დარდანელის გმირს . გაზ. ახალი ვერსია, № 31, 2003 წლის 4-10 აგვისტო
  • გოგი დოლიძე. ლაგუნა ვერეს საოცრებანი. გაზ. "რეზონანსი", № 249, 2006 წლის 14 სექტემბერი
  • Ruso Strelkova (August 31, 2007). To Wear or not to Wear (a Chokha)? That is the Question. Georgia Today Issue #372, 31.08.07-06.09.07
  • კვესელავა ი, შარაშენიძე ა, დავითაძე ა. ქართული სუფრა. გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, 2008. გვ. 310–321.
  • შორენა პაპაშვილი. გლობალიზაციის პირობებში ქართველი ჩოხოსნები თავიანთ ფუნქციას აქტუალურად ხედავენ. პრესა.ge, 2009 წლის 7 თებერვალი
  • მელსიდა აკოფიანი. ”ჩოხოსნები” დავით აღმაშენებლის ხსენების 936-ე წლისთავს აღნიშნავენ. ს/ს ახალი ამები–საქართველო, 2009 წლის 8 თებერვალი
  • ჰენრი კუპრაშვილი. ჩოხოსნები 36 წელია აღნიშნავენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. გაზ. "რეზონანსი", № 032, 2009 წლის 9 თებერვალი
  • [30]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #1299 (09.10.03) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მთავარ საჯარო თანამდებობაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 2003
  2. საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. გაზ. “ახალი თაობა”, # 174, 2003 წლის 27 ივნისი ნათელა ფაილოძე – დარდანელის დამპყრობმა მეცნიერების მწვერვალზეც ”ასცურა”. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #174, 2003 წლის 4 ივნისი
  3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 603 (13.09.96) ვადამდე წოდების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული). თბილისი, 1996. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა” , № 188,1996 წლის 18 სექტემბერი; Graduate Recognition Book. George C. Marshall European Center for Security Stdies, October, 2007
  4. Recognition Book. Senior Executive Course, 15-26 May, 2000.George C. Marshall European Center for Security Stdies. College of International and Security Studies. Garmisch-Parten-kirchen.Germany. 2000
  5. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (№ 1172, 06.09.02) ჰენრი კუპრაშვილის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. გაზ.“საქართველოს რესპუბლიკა”, № 219,2002 წლის 11 სექტემბერი; Распоряжение президента Грузии (№1172, 06.09.02.) о награждении генри купрашвили орденом вахтанга горгасали II степени. Газ. «Свободная Грузия». №187, 10.09.02
  6. YouTube.
  7. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის № 258 (12.12.93) ბრძანებულება (მოხალისეთა რაზმის ”აიეტის” მეთაურის ჰენრი კუპრაშვილის მედლით ”მხედრული მამაცობისათვის” დაჯილდოვების შესახებ),გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, № 266,1993 წლის 18 დეკემბერი
  8. საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ – დარდანელის გმირი ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #86, 2003 წლის 2 აპრილი; საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – ჰენრი კუპრაშვილი მედლით დააჯილდოვეს. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 62, 2003 წლის 2 აპრილი; საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კუპრაშვილს ბაირონის მედალი გადასცეს. გაზ. “ალია”, #37, 2003 წლის 3 -4 აპრილი; დარდანელის გმირი ჰენრი კუპრაშვილი ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების მედლით დააჯილდოვეს; И/А „Сакинформи“ – Награжден медалью Международного общества Байрона. газ. «Свободная Грузия», №85, 02.04.2003; И/А BS-PRESS – Медаль общества Байрона – гражданину Грузии. газ. «Вечерний Тбилиси», №38, 5-7.04.2003
  9. ედუარდ შევარდნაძე. ბატონ ჰენრი კუპრაშვილს. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”. #213, 04.09.02; ”ადამიანი-დელფინი” თბილისელია – ცურვის ეროვნული სახეობის აღორძინების გულშემატკივართა რიცხვი იზრდება. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #117, 2002 წლის 17 მაისი; საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – ლაგუნა-ვერეზე ”ძველი კოლხურით” ცურვას ასწავლიან. გაზ. “ალია”, #123, 21 -22.10.03; ”ლაგუნა ვერეზე” კოლხური სტილით ცურვაში შეჯიბრი გაიმართა. გაზ. “რეზონანსი”, #149, 2004 წლის 8 ივნისი; ინფორმაცია ცურვის ქართული სახეობების ლაგუნა ვერეზე სასწავლო პროცესში ოფიციალურად შეტანის შესახებ. გაზ. “კვირის ქრონიკა”, #43, 2005 წლის 31 ოქტომბერი – 6 ნოემბერი; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ცურვის ძველ ქართულ სტილში თბილისის ღია პირველობა გაიმართება. გაზ. “ახალი თაობა”, #103, 2006 წლის 15 აპრილი; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ლაგუნა-ვერეში ცურვის ჩემპიონატი იმართება. გაზ. “ალია”, #42, 2006 წლის 15 -17 აპრილი; საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბები – საქართველო” (მელსიდა აკოფიანი. თბილისში ძველი ქართული სტილით, "ლაზურით" ცურვის პირველობა გაიმართა. 2006 წლის 12 მაისი, 16:25 სთ.; თამარ ჯიშკარიანი. ლაზური სტილი. გაზ. “სპორტი”, #111, 2006 წლის 13 მაისი; “ლაგუნა ვერემ” ცურვის ეროვნულ პირველობას უმასპინძლა. გაზ. ‘რეზონანსი”, # 125, 2006 წლის 13 მაისი; გურანდა გურასაშვილი. ქართულ–ლაზურით ოლიმპიურ ბატერფლაიმდე. გაზ. “ოლიმპი”, #106, 2006 წლის 12 მაისი; საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კოლხური წესით ცურვაში 4 გამარჯვებული გამოვლინდა (მედიანიუსი). გაზ. “ალია”, #54, 2006 წლის 13–15 მაისი; რუსუდან მუხიგულაშვილი. “დღეგეძელობის კვირეულის” ორი ამბავი. 2. თითქმის დაუჯერებელი... გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #119, 2007 წლის 27 ივნისი; ირაკლი ფირაშვილი. ცურვა კოლხური ასრულებს სტეფანი ჰილბორნი. გაზ. ”სარბიელი”, # 167, 23.07.07; გიგა გურასაშვილი. მასმედია წყალში გადავარდა. გაზ. ”24 საათი”, # 163, 23.07.07; ირმა კახურაშვილი. „კოლხური“ არა მხოლოდ კოლხებისათვის. ჟურნ.“ფოკუსი“, #16, 2007, გვ.158–160; Stephanie “Flipper” Hilborn. Georgia Today Beats Rustavi 2 in Traditional Kolkhuri Swimming Competition. Newspaper ”GEORGIA TODAY”, # 367, 27.07.2007-02.08.2007; Black Sea Press – Race at Tbilisi Sea. Newspaper “The Messenger”, #163, 30.08.2006; Первенство по плаванию среди журналистов. "Вечерний Тбилиси ", #53, 7–10.07.2007; Дмитрий Мчедлидзе. Генри Купрашвили растит смену. газ. «Вечерний Тбилиси», №61, 10 -11.06.2004; Информационное агентство «НОВОСТИ - ГРУЗИЯ» (Мельсида Акопян). В Тбилиси состоится первенство по древнегрузинскому стилю плавания «лазури». 14.04.2006, 12:27 Ч.
  10. გურანდა გურასაშვილი. ლორდ ბაირონიდან ჰენრი კუპრაშვილამდე. ჟურნ. ”ოლიმპიელი”, # 2-4, 2002; მსოფლიოს მარათონული ცურვის ახალ სახეობას სათავე ქართველმა უნდა დაუდოს. გაზ. “დილის გაზეთი”, # 38, 2002 წლის 18 თებერვალი; მსოფლიოს მარათონული ცურვის ახალ სახეობას სათავე ქართველმა უნდა დაუდოს. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”. #47, 2002 წლის 26 თებერვალი; A Georgian man finds a new type of marathon swimming. Newspaper”THE GEORGIAN TIMES”, #10, 11.03.02; «КОЛХУРИ» - Начало нового вида марафонского плавания в мире положит грузин. г газ. «Свободная Грузия», №52, 23.03.02; სრუტეების გადაცურვის ისტორია [1]
  11. საქართველოს მსოფლიო რეკორდები. გაზ. “დილის გაზეთი”. 2002 წლის 25-27 მაისი; ლექსო ცინცაძე. მესამე ათასწლეულის სენსაცია, ანუ ”ადამიანი-დელფინი” დარდანელს უტევს. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #164, 2002 წლის 7 ივლისი; World Records [2]
  12. საინფორმაციო სააგენტო მედია ნიუსი – ”დარდანელის გმირი” სახელმძღვანელოს გამოსცემს. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 168, 02.09.03; ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა.[სახელმძღვ. ცურვის მოყვარულთათვის / რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე, მე-2 გამოც. – ქუთაისი : ქუთაისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2005
  13. ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა.[სახელმძღვ. ცურვის მოყვარულთათვის / რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე, მე-2 გამოც. – ქუთაისი : ქუთაისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2005. ISBN 99940-0-561-8. UDC: 797.2.034.2(479.22) + 797.2(075) [3], სპორტული ტანვარჯიშის კოლხურ–იბერიული კომპლექსი. გაზ. "ლელო", #064(12439), 2008 წლის 18 მარტი
  14. საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – ”ადამიანი-ლეგენდა, შვიდი უნიკალური მოვლენა”. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 55, 2003 წლის 22 -24 მარტი; ”ადამიანი-ლეგენდა, შვიდი უნიკალური მოვლენა”. გაზ. “ალია”, # 32, 2003 წლის 22 -24 მარტი; ალ. შენგელია. დარდანელის ბაირონისებრი გმირი და 7 უნიკალური მოვლენა. გაზ. “სარკმელი საქართველოსი”, # 9, 2003 წლის ნოემბერი. გვანჯი მანია . ”ადამიანი დელფინის” მსოფლიო სენსაციურობის საიდუმლო. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”. #307, 2002 წლის 18 დეკემბერი; Гванджи Маниа. Секрет мировой сенсации «Человека-дельфина». №277, газ. «Свободная Грузия», 18.12.02; აგრეთვე იხილე, გვანჯი მანიას შესავალი. წიგნში "დარდანელის გმირი: შვიდი უნიკალური მოვლენა. 2003. გვ.3–4.
  15. 'პრესა': საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბები – საქართველო” – მელსიდა აკოფიანი. ქართველი მოცურავის მიერ დარდანელის სრუტის გადაკვეთას თბილისის ზღვაზე გადაცურვით აღნიშნავენ. 2006 წლის 28 აგვისტო, 16:42; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – თბილისში უჩვეულო მარათონი გაიმართება. გაზ. “რეზონანსი”, #237, 2006 წლის 2 სექტემბერი; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – თბილისში უჩვეულო მარათონი გაიმართება. გაზ. “ახალი თაობა”, #242, 2006 წლის 2 სექტემბერი; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – თბილისში უჩვეულო მარათონი გაიმართება. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #172, 2006 წლის 2 სექტემბერი; საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ნორჩმა მოცურავეებმა ხელფეხშეკრული კოლხურით თბილისის ზღვა გადაცურეს. გაზ. “ახალი თაობა”, #245, 2006 წლის 5 სექტემბერი; დ.დუნდუა. ქართული სიჩაუქის კიდევ ერთი დადასტურება. გაზ. “ლელო”, #69, 2006 წლის 08–11 სექტემბერი; ი.კახურაშვილი. ოთხმა თბილისელმა მოზარდმა ზღვა ხელფეხშეკრულმა გადაცურა. გაზ. “ყველა სიახლე”, #18, 2006 წლის 08–14 სექტემბერი; 'ტელევიზია': ტელეიმედი ”ქრონიკა”. 29.08.07. 21 სთ. – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვისათვის მზადების შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი (ჟურნალისტი ანა იესეშვილი); საზოგადოებრივი მაუწყებლობა. 30.08.07, 09:00 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვისათვის მზადების შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი (ჟურნალისტი ეკა წივწივაძე); ტ/კ „ალანია“. 30.08.07, 20:30 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი; ტელეკ. “მზე”, ს/გ “მზერა”. 30.08.07, 20:00 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი; ტელეიმედი ”ქრონიკა”. 30.08.07, 20:00 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი; საზოგადოებრივი მაუწყებლობა “მოამბე”. 30.08.07, 20:00 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ”კურიერი”, 30.08.07, 20:00 – ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი. Телекомпания “Алания” «День». 21.11.06, 21:15 – ჩინელი გოგონა ცურვის კოლხური სტილით დაინტერესდა 'ამავე დროს', ბავშვების მიერ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ თბილისის ზღვის გადაცურვის შესახებ. ინტერვიუ და სიუჟეტი. როიტერის მომზადებული მასალა გადაიცა მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხებით
  16. ინფორმაცია შუა საუკუნის ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრების შესახებ . გაზ. ”თბილისის უნივერსიტეტი”, #6, 1972 წლის 25 თებერვალი
  17. გაზეთ ”ლენინელის” სპეცნომერი მომზადდა ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. სპი-ს გაზ. ”ლენინელი”, # 39, 1975 წლის 19 დეკემბერი
  18. საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” –ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.26.06.03; ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. გაზ. "ახალი თაობა". # 174, 27.06.03; ნათელა ფაილოძე – დარდანელის დამპყრობმა მეცნიერების მწვერვალზეც ”ასცურა”. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #174, 2003 წლის 4 ივნისი.
  19. გიორგი ასანიშვილი. ქართველებს ევროპაში კონფლიქტების მართვას ასწავლიან. გაზ. ”დილის გაზეთი”, # 141, 2000 წლის 24 ივნისი
  20. სპი-ს გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია. გაზ. ”ლენინელი”, # 37, 1984 წლის 28 დეკემბერი
  21. დათვალიერება და შედეგები. გაზ. ”თბილისი”, # 148, 1978 წლის 29 ივნისი
  22. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება #407 (06.04.92) “ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შესახებ”. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი 1992 წლის აპრილი, თბილისი, 1992, გვ.72-76
  23. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის # (12.07.95) განკარგულება ჰენრი კუპრაშვილის სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სახელმწიფოს მეთაურის დავალებების შესრულების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, მთავარ სახელმწიფო მრჩევლად დანიშვნის შესახებ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებებისა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილებების კრებული, # თბილისი, 1995
  24. საქართველოს პრეზიდენტის # 32 განკარგულება (01.02.96) ჰენრი კუპრაშვილის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსად დანიშვნის შესახებ. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, .02.96; საქართველოს პრეზიდენტის # 32 განკარგულება (01.02.96) ჰენრი კუპრაშვილის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსად, მთავარ სახელმწიფო მრჩევლად დანიშვნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული). თბ., 1996
  25. საქართველოს პრეზიდენტის # განკარგულება (02.02.97) ჰენრი კუპრაშვილის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსად, დანიშვნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 1997
  26. ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ჰენრი კუპრაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნის შესახებ. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, # 11, 2003 წლის 14 იანვარი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 30 (11.01.03) ჰენრი კუპრაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 2003; Распоряжением Президента Грузии назначен Генри Купрашвили директором Департамента монитори-нга, анализа состояния безопасности и информации аппарата Совета национальной безопасности Грузии. газ. «Свободная Грузия», № 5, 14.01.2003
  27. შეიქმნა ლტოლვილთა აღრიცხვის კომისია. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”. # 121, 1992 წლის 04 ივნისი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, 1992 წ.
  28. საქართველოს პრეზიდენტის #551 ბრძანებულება (23.08.96) ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ. საქ. პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 1996;
  29. (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ნოემბრის # განკარგულება
  30. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის # 286 დადგენილება
  31. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება #6 (10.02.98) ”საქართველოში ინფორმატიზაციის განვითაებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ ”. საქ. სახელმწიფო მინისტრის ბრძანებები (კრებული), თბილისი, 1998
  32. YouTube.
  33. YouTube.
  34. YouTube.
  35. YouTube.
  36. საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ თბილისში. გაზ. ”საქართველო”, #3, 1990 წლის 11 თებერვალი; დაასახელეს დეპუტატობის კანდიდატები. გაზ. ”კომუნისტი”, #41, 1990 წლის 16 თებერვალი; დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაცია. გაზ. ”თბილისი”, #57, 1990 წლის 11 მარტი; საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები თბილისის ლენინის რაიონის საარჩევნო ოლქში. გაზ. ”ჩვენი საყვირი”, #9, 1990 წლის 12 მარტი; საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების (საარჩევნო ბლოკების) დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სიები. გაზ. ”კომუნისტი”, 1990 წლის 14 ოქტომბერი; უზენაესი საბჭოს არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები. გაზ. ”თრიალეთი”, # 104, 1990 წლის 23 ოქტომბერი; უზენაესი საბჭოს არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები (აზერბაიჯანულ ენაზე). # 105, 1990 წლის 25 ოქტომბერი; საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული დეპუტატობის კანდიდატები. გაზ. ”კომუნისტი”, 1990 წლის 27 ოქტომბერი.
  37. “ახალი ეპოქა”: წლის ადამიანი – 2002. გაზ. "ახალი ეპოქა", #75, 2002 წლის 27 დეკემბერი–2003 წლის 9 იანვარი; კოლეგებმა დაასახელეს წლის ადამიანები. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #317, 2002 წლის 28 დეკემბერი; ზაზა ფაჩუაშვილი. – ინფორმაცია 2002 წლის ნომინატებისა და გამარჯვებულების შესახებ. გაზ. ”24 საათი”, # 209, 2002 წლის 28 დეკემბერი; Сакинформи – Генри купрашвили и джумбер Лежава – «Люди года». Газ. «Свободная Грузия», №290-91, 31.12.2002
  38. საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კუპრაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღო. გაზ. “ალია”, # 26, 2003 წლის 8–10 მარტი; საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – ილია მეორემ ”ადამიანი-დელფინი” მიიღო. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 45, 2003 წლის 8 -10 მარტი; საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ – დარდანელის გმირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #71, 2003 წლის 18 მარტი; ილია მეორემ ”ადამიანი-დელფინი” მიიღო. ჟურნ. ”მეგობრობა”, # 4, 2003 წლის აპრილი (ქართულ და თურქულ ენებზე)
  39. ჰენრი კუპრაშვილი. «მეფემ არ იცის, თორემ...» - გაზ. «24 საათი», #142, 2004 წლის 17 ივნისი
  40. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. «24 საათი», #254. 26.10.04).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე