საქართველოს მთავრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : გიორგი მარგველაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი ღარიბაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : დავით უსუფაშვილი
პარტიები პარლამენტში:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს მთავრობასაქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კოლეგიური ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე[1][2]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრისებისაგან[3][4].

საქართველოს მთავრობა მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით[5].

ისტორია[რედაქტირება]

1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში მთავრობა არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი მინისტრების მეშვეობით. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პირველი პრემიერ მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ახალი მთავრობის მეთაური. ნოღაიდელის მთავრობა მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის მორიგი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა ნიკა გილაურმა. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ივანე მერაბიშვილი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ოქტომბერს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული[6].

უფლებამოსილება და სტრუქტურა[რედაქტირება]

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისაგან. მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს პარლამენტი.

შემადგენლობა[რედაქტირება]

სამინისტრო ფოტო მინისტრი თარიღი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე
ოფიციალური საიტი
Irakli Garibashvili 2013. 2 (cropped).jpg ირაკლი ღარიბაშვილი 20 ნოემბერი, 2013
საქართველოს ვიცე-პრემიერი
ენერგეტიკის მინისტრი
www.energy.gov.ge
Richard B. Norland & Kakha Kaladze (Tskaltubo, 2012).jpg კახა კალაძე 25 ოქტომბერი, 2012
თავდაცვის მინისტრი
www.mod.gov.ge
Irakli Alasania, Minister of Defence, Georgia - Chatham House.jpg ირაკლი ალასანია 25 ოქტომბერი, 2012
ფინანსთა მინისტრი
ww.mof.ge
ნოდარ ხადური 25 ოქტომბერი, 2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
www.mrdi.gov.ge
დავით შავლიაშვილი 26 ივლისი, 2014
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
www.mes.gov.ge
თამარ სანიკიძე 18 ივლისი, 2013
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
http://msy.gov.ge/
ლევან ყიფიანი 25 ოქტომბერი, 2012
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
www.moe.gov.ge
ელგუჯა ხოკრიშვილი 26 ივლისი, 2014
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
www.economy.ge
გიორგი კვირიკაშვილი 25 ოქტომბერი, 2012
იუსტიციის მინისტრი
www.justice.gov.ge
Tea Tsulukiani (VOA).JPG თეა წულუკიანი 25 ოქტომბერი, 2012
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
www.mcs.gov.ge
მიხეილ გიორგაძე 26 ივლისი, 2014
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
www.mra.gov.ge
სოზარ სუბარი.JPG სოზარ სუბარი 26 ივლისი, 2014
საგარეო საქმეთა მინისტრი
www.mfa.gov.ge
Maia Panjikidze 01 Senate of Poland.jpg მაია ფანჯიკიძე 25 ოქტომბერი, 2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი
www.moa.gov.ge
ოთარ დანელია 26 ივლისი, 2014
შინაგან საქმეთა მინისტრი
www.police.ge
ალექსანდრე ჭიკაიძე.jpg ალექსანდრე ჭიკაიძე 20 ნოემბერი, 2013
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
www.moh.gov.ge
დავით სერგეენკო.JPG დავით სერგეენკო 25 ოქტომბერი, 2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
www.moh.gov.ge
გიორგი მღებრიშვილი 26 ივლისი, 2014
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
www.smr.gov.ge
პაატა ზაქარეიშვილი 25 ოქტომბერი, 2012
დისაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
www.diaspora.gov.ge
გელა დუმბაძე 26 ივლისი, 2014
ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
www.eu-nato.gov.ge
Alexi Petriaschwili, KAS Berlin2.jpg ალექსი პეტრიაშვილი 25 ოქტომბერი, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი
  2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი
  3. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი
  4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი
  5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი
  6. პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა