პოლიტოლოგია
ვიკიპედიიდან
პოლიტოლოგია — სოციალური მეცნიერების განშტოება, მეცნიერება პოლიტიკაზე, ანუ ადამიანთა ცხოვრებისეული მოღვაწეობის განსაკუთრებულ ფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლებრივ ურთიერთობებზე, საზოგადოების სახელმწიფო-პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, პრინციპებზე, ნორმებზე, რომელთა მოქმედების მიზანი საზოგადოების ფუნქციონირების, ადამიანთა და საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის უზრუნველყოფაა.

