კომპიენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კომპიენი
Compiègne
ქალაქის მერია
ქალაქის მერია
გერბი
გერბი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი პიკარდია
დეპარტამენტი უაზა
კოორდინატები 49°24′54″ ჩ. გ. 2°49′23″ ა. გ. / 49.41500° ჩ. გ. 2.82306° ა. გ. / 49.41500; 2.82306
ფართობი 53,10 კმ²
მოსახლეობა 40 517 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 763 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 60200
ოფიციალური საიტი www.mairie-compiegne.fr/

კომპიენი მდებარეობა საფრანგეთი

Red pog.svg

კომპიენი (ფრანგ. Compiègne) — ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში, პიკარდიის რეგიონის უაზის დეპარტამენტში. მდებარეობს ამიენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრში, ხოლო პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 71 კმ-ში. ქალაქში გაედინება მდინარე უაზა. კომპიენის მახლობლად მდებარეობს ვრცელი კომპიენის ტყე.

ისტორია[რედაქტირება]

888 წელს კომპიენში ტახტზე ავიდა საფრანგეთის მეფე ედი. 1430 წელს, ასწლიანი ომის პერიოდში, კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმავალი ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს. 1630 წელს აქ გადაასახლეს ლუი XIII-ის დედა მარია მედიჩი, საიდანაც ერთი წლის შემდეგ მარია მედიჩი ბრიუსელში გაიქცა.

1794 წელს დაპატიმრეს და 17 ივლისს სიკვდილით დასაჯეს კონტრევოლუციაში ბრალდებული 16 მონაზონი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა კომპიენელი მოწამეების სახელით.

1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში, რკინიგზის ვაგონში ხელი მოაწერეს კომპიენის ზავს, რომლის ძალითაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. 22 წლის შემდეგ, 1940 წლის 22 ივნისს ამავე ვაგონში, ხელი მაწერეს მეორე ზავს, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა მოახდინა საფრანგეთის ოკუპაცია. მოგვიანებით კომპიენში საკონცენტრაციო ბანაკი ჩამოყალიბდა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

რესურსებ ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: