ალესანდრო ვოლტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვოლტა.

გრაფი ალესანდრო ვოლტა (იტალ. Alessandro Giuseppe Antonio Anastasio Volta; დ. 18 თებერვალი, 1745 — გ. 5 მარტი, 1827) — ლომბარდიელი ფიზიკოსი, რომელსაც მიაწერენ პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შექმნას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ალექსანდრო დაიბადა 1745 წელს მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ კომოში, შეძლებული ფილიპ ვოლტას ოჯახში. იგი ოცი წლისა გიმნაზიაში ფიზიკას ასწავლიდა, ხოლო 25 წლისა პავიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

დამსახურებები[რედაქტირება]

ვოლტას ბატარეა

ვოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია. გალვანის ცდა დაეხმარა ვოლტას პირველი დენის წყაროს შექმნაში. ამ წყაროს „ვოლტას სვეტს“ (ნახ. 1) უწოდებენ. ვოლტას სვეტი ქიმიური დენის წყაროების წარმომადგენელია. იგი არის გალვანური ელემენტების შეერთება ანუ ბატარეა. ბატარეის ბოლოების შეერთებით მიიღებოდა კონტური, რომელსაც შემდგომში ელექტრული წრედი უწოდეს.

ვოლტამ აიღო რამდენიმე დუჟინი (12 ცალი) ერთი დუიმის (2,54 სმ.) დიამეტრის მრგვალი სპილენძის ფირფიტა, ამდენივე კალისა. შემდეგ ფოროვანი მასალის (მუყაო, ტყავი) რგოლები გამოჭრა. ყველა ეს ფირფიტა ერთმანეთზე მონაცვლეობით სვეტებად განალაგა და ყოველ წყვილს შორის მჟავაში დასველებული მუყაოს რგოლი ჩაუდო. როცა შეეხო ერთი ხელით ზედა ფირფიტას, ხოლო მეორეთი ქვედას, იგრძნო, რომ ელექტროობამ დაარტყა. ეს მოხდა 1800 წელს. ასე შეიქმნა პირველი ქიმიური დენის წყარო „ვოლტას სვეტი“.

ალექსანდრო ვოლტის პატივსაცემად ძაბვის ერთეულს ვოლტი უწოდეს.

ვოლტას ცხოვრებამ ბედნიერად და უშფოთველად ჩაიარა. ბედმა დაასაჩუქრა სახელითა და დიდებით, გაათავისუფლა მატერიალური საზრუნავისაგან.

ალექსანდრო ვოლტა გარდაიცვალა 1827 წლის 5 მარტს კომოში, სადაც გაატარა მთელი მისი ახალგაზრდობა.