კოლომენსკოე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Kolomen00.jpg
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 55°40′10″ ჩ. გ. 37°40′08″ ა. გ. / 55.66944° ჩ. გ. 37.66889° ა. გ. / 55.66944; 37.66889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 634
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

კოლომენსკოე (რუს. Коломенское) — ყოფილი სამეფო მამული რუსეთში, მოსკოვის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კოლომნისკენ მიმავალ უძველეს გზაზე. პეიზაჟური არეალი, რომელიც მდინარე მოსკოვის სტეპებს გადაჰყურებს, 1960-იან წლებში ქალაქ მოსკოვის შემადგენლობაში შევიდა.

კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია[რედაქტირება]

სოფელი კოლომენსკოე პირველად მოხსენიებულია 1339 წელს, ივანე I-ის ანდერძში. დროის მსვლელობასთან ერთად, სოდელი განვითარდა და ის მოსკოვის დიდი სამთავროს უფლისწულების საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს თეთრი ქვისთ ნაგები ამაღლების ეკლესია, რომელიც 1532 წელს, ტახტის მემკვიდრის, მომავალი მეფე ივანე მრისხანის დაბადების ზეიმის აღსანიშნავად ააგეს. სრულიად განსხვავებული, არაკანონიკური თეთრი ეკლესია, იმ დროსიათვის ნამდვილი გარღვევა იყო, რადგან ის ბიზანტიური ტრადიციებით აშენდა.

ეკლესიას ზემოდან ჯვრის ფორმა აქვს. ვიწრო პილასტრები, ისრისებური ფანჯრის ჩარჩოები, საკმაოდ რიტმული კიბის პასაჟები და ღია გალერეები ხაზს უსვამენ რუსული არქიტექტურის შედევრის დინამიურ ტენდენციას. მიჩნეულია, რომ მთლიანობაში ვერტიკალური კომპოზიცია, ნასესხებია ჩრდილოეთ რუსეთის ხის ეკლესიებისგან.

1994 წელს, აღიარა რა კაცობრიობის თვალსაჩინო ფასეულობის ნიმუშად, იუნესკომ კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

Kolomenskoye aerial view-2.jpg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 634
რუს.ინგლ.ფრ.