კოიოტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოიოტი
კოიოტი
კოიოტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: ძაღლისებრნი
გვარი: ძაღლი
სახეობა: კოიოტი
ლათინური სახელი
Canis latrans
დაცვის სტატუსი
არეალი
Leefgebied coyoteupdate.jpg

კოიოტი (Canis latrans), მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 90 სმ აღწევს, მასა 13 კგ. აქვთ დაცქვეტილი ყურები, გრძელი, ხშირბალნიანი, ქვემოთ დაშვებული კუდი, მონაცრისფრო ან მურ-წითელი ზურგი, ღია ფერის მუცელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში — კანადიდან მექსიკამდე. ბინადრობს გაშლილ ადგილებზე. იკვებება კურდღლებით, წვრილი მღრღნელებით, ლეშით, აგრეთვე ფრინველებით, ხვლიკებით, მწერებით, მცენარეთა ნაყოფით. მონოგამია, მაკეობა 60-65 დღე გრძელდება. შობს 5-10 ლეკვს. ცოცხლობს 13 წლამდე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 574, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე