კენკროვანნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კენკროვანნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Thymelaeaceae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
კენკროვანნი (Thymelaeaceae), ფურცლებგანცალკევებულ ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმრავლესობა ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა, მცირე ნაწილი კი — ბალახი. აქვთ კიდემთლიანი პატარა და ვიწრო ფოთლები, ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები, კაშკაშა ჯამი და ყვავილსაჯდომი გვირგვინის ფურცელი ან არა აქვთ ან ძალზე პატარა და ქერქლისებრი. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა. ოჯახში 50-მდე გვარი და 600-მდე სახეობაა. ძირითადად გავრცელებულია ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში. ბევრი სახეობის ქერქში არის ლაფნის ბოჭკო. საქართველოში 3 გვარის 8 სახეობაა, მათ შორის მაჯაღვერიც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 469, თბ., 1980
სტატიის