მაჯაღვერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჯაღვერი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Malvales
ოჯახი: მაჯაღვერისებრნი
გვარი: მაჯაღვერი
ლათინური სახელი
Daphne
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მაჯაღვერი (Daphne), მცენარეთა გვარი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობის მარადმწვანე ან ფოთოლმცვივან მცირედ დატოტვილ ბუჩქებს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 6 სახეობა იზრდება. უფრო ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Daphne mezereum) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი, რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. აქვს ვარდეისფერი, სურნელოვანი, თაფლიანი ყვავილები, რომლებიც ფოთლის გაშლამდე ან მათთან ერთად გამოაქვს და წითელი კურკიანა ნაყოფი. გვხვდება უმეტესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში. მეტად დამახასიათებელია სუბალპური გამეჩეხრებული ტანბრეცილი ტყეებისათვის. მისი ყველა ნაწილი შხამიანია და დეკორატიულ მცენარედ იშვიათად აშენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სხიერელი ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 522, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე