ფერნანდო II (ლეონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერნანდო II
Fernando II
ლეონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1157
მმართ. დასასრული: 1188
წინამორბედი: ალფონსო VII
მემკვიდრე: ალფონსო IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1137
დაბ. ადგილი: ტოლედო
გარდ. თარიღი: 22 იანვარი, 1188
გარდ. ადგილი: სამორა
მეუღლე: ურაკა პორტუგალიელი,
ტერესა ფერნანდეს დე ტრაბა
ურაკა ლოპეს დე არო
დინასტია: ანსკარიდები
მამა: ალფონსო VII
დედა: ბერეგუელა ბარსელონელი

ფერნანდო II (ესპ. Fernando II de León; დ. 1137 — გ. 22 იანვარი, 1188) — ლეონისა და გალისიის მეფე 1157-1188 წლებში. ალფონსო VII-ის შვილი.

მამის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო ლეონი და გალისია, ხოლო მისმა უმცროსმა ძმამ სანჩომ - კასტილია და ტოლედო. 1158 წელს ძმები შეხვდნენ ერთმანეთს მემკვიდრეობის საკითხზე, მაგრამ ამავე წელს სანჩო გარდაიცვალა და ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალფონსო VIII-მ.

რეკონკისტის ფარგლებში გაათავისუფლა ალბუკერკე და ალკანტარა.

1165 წელს ფერნანდომ ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფის აფონსუ I-ს ასული ურაკა. 1175 წელს რომის პაპმა ალექსანდრე III-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლო ნათესაობის გამო ურაკა და ფერნანდო ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ. რის შემდეგაც იქორწინა ტერესა ფერნანდესზე.

1178 წელს კასტილიის წინააღმდეგ წამოიწყო ახალი ომი. ფერნანდომ დაიპყო კასტროხერისი და დუენიასი. საომარი მოქმედებები დასრულდა 1180 წელს ტორდესილასის სამშვიდობო ხელშეკრულებით. ამავე წელს გარდაიცვალა ფერნანდოს მეორე ცოლი.

1185 წელს დაქორწინდა მესამედ ურაკა ლოპეს დე აროზე, რომელიც მისი საყვარელი იყო 1180 წლიდან.

ფერნანდო II გარდაიცვალა 1188 წელს დაკრძალულია სანტიაგო-დე-კომპოსტელაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]