კარუპანო
| ქალაქი
კარუპანო
Carúpano
|
კარუპანო (ესპ. Carúpano) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, სუკრეს შტატში. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, შტატის დედაქალაქ კუმანადან 120 კმ-ით აღმოსავლეთით.[1] წარმოადგენს ბერმუდესის მუნიციპალიტეტის ცენტრს, რომლის მოსახლეობაც 2010 წლის მონაცემებით 173 877 ადამიანს შეადგენს.[2]
ვენესულის განმათავისუფლებელმა, სიმონ ბოლივარმა 1814 წელს სწორედ კარუპანოში გამოსცა დეკრეტი მონობის გაუქმების თაობაზე.[3]
XIX საუკუნის განმავლობაში კარუპანო იყო ევროპული მიგრაციის სამიზნე, ძირითადად სიცილიიდან და სარდინიიდან.
1962 წლის 4 მაისს, ქალაქი აიღეს რომულო ბეტანკურის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულმა სამხედრო ოფიცრებმა.
კოლონიური პერიოდიდან მოყოლებული, ქალაქის მთავარი საექსპორტო პროდუქტებია კაკაო, ყავა, შაქარი, ბამბა, ხე-ტყე და სპირტიანი სასმელები.
1997 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი სერიოზულად დააზიანა, ისევე როგორც მთლიანად შტატის უდიდესი ნაწილი.[4][5]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Gobernación Del Estado Sucre
- ↑ Primeros Resultados XIII Censo General de Población y Vivienda
- ↑ Carúpano - Venezuela Tuya
- ↑ El Observador Online
- ↑ Crónicas de Desastres - Terremoto de Cariaco, Venezuela (Pan American Health Organization (PAHO) / Organización Panamericana de la Salud (OPS), 1999, 57 p.)