რომულო ბეტანკური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომულო ბეტანკური
რომულო ბეტანკური
ვენესუელის 45-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 1945 – 17 თებერვალი 1948
წინამორბედი ისაიას მედინა ანგარიტა
მემკვიდრე რომულო გალიეგოსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 თებერვალი, 1959 – 13 მარტი, 1964
წინამორბედი ედგარ სანაბრია
მემკვიდრე რაულ ლეონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1964 – 1981

დაბადებული 22 თებერვალი 1908
გუატირე, ვენესუელა
გარდაცვლილი 28 სექტემბერი 1981
ნიუ-იორკი, აშშ
მეუღლე კარმენ ვალვერდე
რენი ჰარტმან ვისო
რელიგია აგნოსტიციზმი
ხელმოწერა Firma betancourt.png

რომულო ბეტანკური (ესპ. Rómulo Antonio Betancourt Bello; დ. 22 თებერვალი 1908 , გუატირე, ვენესუელა – გ. 28 სექტემბერი 1981, ნიუ-იორკი, აშშ) — ვენესუელელი პოლიტიკოსი. ვენესუელის 45-ე და 52-ე პრეზიდენტი, ვენესუელის მუდმივი სენატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა მირანდას შტატის ქალაქ გუატირეში. მონაწილეობას ღებულობდა ხუან ვისენტე გომესის დიქტატურის წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციებში, რის გამოც 1928 წ. დააპატიმრეს. 1930 წელს კოსტა-რიკაშია, სადაც მცირე ხნით გახდა კომუნისტური პარტიის წევრი, მაგრამ მალევე დატოვა პარტიის როგები და გახდა ანტიკომუნისტი.

1936 წელს გომესის გარდაცვალების შემდეგ და გენერალ ელეასარ ლოპეს კონტრერასის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და 1941 წელს დააარსა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა.“ 1945 წელს მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის შედეგად დაემხო ისაიას მედინა ანგარიტას ხელისუფლება. გადატრიალების შემდეგ მისი პარტია გახდა მმართველი, ხოლო ბეტანკური სახელმწიფოს მეთაური. 1948 წელს მისი მთავრობა ასევე სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს, თავად ბეტანკური კი ემიგრაციაში წავიდა.

1958 წელს მარკოს პერეს ხიმენესის დიქტატურის დამხობის შემდეგ დაბრუნდა ვენესუელაში და გახდა სახელმწიფოს მეთაური.

გარდაიცვალა 1981 წელს ნიუ-იორკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: