კარეკინ სიმონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარეკინ სიმონიანი
მშობლიური სახელი Գարեգին Սիմոնեան
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1932
ქირქუქი, ერაყი
გარდაცვალების თარიღი 17 აპრილი, 2019 (86 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა ავსტრალია, აშშ
საქმიანობა მსაჯი მძლეოსნობისა და ბოდიბილდინგის სახეობებში

კარეკინ სიმონიანი (არაბ. Գարեգին Սիմոնեան; დ. 13 ივლისი, 1932 წელი, ქირქუქი, ერაყი - გ.17 აპრილი, 2019 წელი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული სომეხი მსაჯი მძლეოსნობისა და ბოდიბილდინგის სახეობებში. მას მიენიჭა ბოდიბლიდინგისა და ფიტნესის ფედერაციის (I.F.B) ოქროს მედალი ერაყში ამავე სპორტის სახეობების განვითარებისა და მხარდაჭერის გამო. 1981 წელს გადაეცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ოქროს მედალი ამავე სპორტის სახეობისთვის 25 წლიანი სამსახურის გაწევისთვის. 2007 წელს მას გადაეცა IWF-ის ოქროს ფირფიტა მძლეოსნობასა და ბოდიბილდინგში 50 წლიანი მოღვაწეობის (როგორც მსაჯის) გამო. 2000 წელს გადაეცა IFBB-ის ოქროს მედალი სომხეთში მძლეოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო. კარეკინი უკვე 50 წელია, რაც IFBB-ის მომხსენებელია.

კარიერული მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარეკინ სიმონიანი არის მსოფლიოში მეხუთე და სომხეთიდან პირველი ადამიანი, რომელსაც მიენიჭა ოქროს ფირფიტა 50 წლიანი სამსახურის გამო. ის არის პარაოლიმპიური კომიტეტის მსაჯი და სპონსორი NSW-ის ძალოსნობის გუნდში (ავსტრალია). ასევე ავსტრალიისა და NSW ძალოსნობის ფედერაციის/ასოციაციის (AWF, NSWWA) კომიტეტის წევრი.

კარეკინი სიდნეიში წვრთნიდა ახალგაზრდა სპორტსმენებს. მონაწილეობდა ავსტრალიის გუნდთან ერთად ბევრ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში 2000 წლიდან 2012 წლამდე. 2012 წლიდან გადავიდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ შეინარჩუნა კავშირი ავსტრალიის AWF-სა და NSWWA-is საზოგადოებასთან. კერეკინი ჯერ მხარს უჭერდა, ხოლო შემდეგ მუშაობდა PCYC-ის (ქვეითი პოლიციელების ახალგაზრდული კლუბი) კომიტეტის წევრად ბირვუდში (სიდნეი, ავსტრალია) კომიტეტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების და ხასიათების განვითარებასა და მათთვის სპორტული საქმიანობის გაცნობას. კარეკინმა 50 წელზე მეტი დაუთმო ერაყში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში, სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ბოდიბლიდინგისა და მძლეოსნობის სხვა სახეობების განვითარებას. ერაყში ის მძლეოსნობის ნათლიად ითვლებოდა.

2011 წელს სიმონიანი დასახელდა ავსტრალიის წლის მოქალაქედ ქალაქ რაიდში.[1][2]

2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე ის ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა (AOC) კარეკინი მსაჯად მიიწვია, თუმცა მონაწილეობა, როგორც მოხალისემ, ისე მიიღო. ოლიმპიურ თამაშებზე ის წვრთნიდა და ეხმარებოდა მსოფლიოს სპორტსმენებს საუკეთესო შედეგის მიღწევაში. გარდა ამისა, იყო პარაოლიმპიური კომიტეტის წევრი. 2000 წელს სიმონიანს მალაიზიაში, ისტორიულ ქალაქ მელაკაში, მელაკას პრემიერ მინისტრმა ქალაქის გასაღები გადასცა.[3]

სპორტული კარიერის მიღმა მას აქვს ლონდონის მექანიკური ინჟინერიის უნივერსიტეტის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში. პენსიაში გასვლამდე ის მექანიკური ინჟნერიის დარგშიც მუშაობდა.

კარეკინ სიმონიანი არის სომხეთის ათლეტთა და სკაუტთა გაერთიანების (Homenetmen Հ.Մ.Ը.Մ) თანადამფუძნებელი. გაერთიანებას საფუძველი ჩაეყარა 1961 წელს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარეკინი აღიზარდა ტრადიციულ სომხურ ოჯახში. ფლობს ორმაგ მოქალაქეობას ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გააჩნია რეზიდენცია სომხეთში. ის დაქორწინებულია წარმოშობით სომეხ პედაგოგზე ზვარტ ვართანიანზე. ის ჩართულია საგანმანათლებლო ორგანიზაჩიებში როგორიცაა ,,სომხეთის დამხმარე საზოგადოება" ("Х.О.М. HOM"). კარეკინს ზვარტანთან შეეძინა სამი შვილი: მარგარეტ სიმონიანი, სარქის სიმონიანი, და ენდი სიმონიანი. მას ჰყავს ორი შილიშვილი: ლეო სიმონიანი და ჰენრი სიმონიანი.

კარეკინ სიმონიანი გარდაიცვალა 2019 წლის 17 აპრილს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]