კალიროი პარენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიროი პარენი
მშობლიური სახელი ბერძ. Καλλιρρόη Παρρέν
დაბადების თარიღი 1861
რეთიმნონი, კრეტა, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1940
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი
ჯილდოები მხსნელის ორდენი
კალიროი პარენის ბიუსტი ქალაქ რეთიმნონში

კალიროი პარენი ( ბერძ. Καλλιρρόη Παρρέν, დაბ. სიგანუ, Σιγανού ; Rethymnon, დ. 1861 — გ. 15 იანვარი , 1940, ათენი, ) — ბერძენი პედაგოგი, ჟურნალისტი და მწერალი; ფემინისტური მოძრაობის ფუძემდებელი საბერძნეთში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიროი პარენი დაიბადა 1861 წელს (სხვა წყაროების მიხედვით 1859 წელს [1] ) ქალაქ რეთიმნონში, კუნძულ კრეტაზე.

სკოლამდელი განათლება მიიღო პირეოსის მონაზვნების სკოლაში. ამის შემდეგ შევიდა ათენის ერთ-ერთ საუკეთესო გოგონათა სკოლაში. 1878 წელს დაამთავრა პედაგოგების მოსამზადებელი სკოლა Αρσάκειον. კალიროი პარენმა მიიღო კარგი განათლება. ისწავლა უცხო ენები. მათ შორის რუსული, ფრანგული, იტალიური და ინგლისური.

სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მიიწვიეს ოდესაში, სადაც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქის ბერძნული თემის გოგონათა სკოლაში. შემდეგ რამდენიმე წელი იმუშავა ადრიანოპოლში, სადაც ბერძნული თემისთვის დააარსა სკოლა Zapeion. .კალიროიპარენი ცოლად გაჰყვა ფრანგ ჟურნალისტ ჟან პარენს (ინგლ. Jean Parren ), რომელმაც გახსნა ფრანგული პრესის სააგენტო კონსტანტინოპოლში, წყვილი საბოლოოდ დასახლდა ათენში.

ათენში კალიროი ჩაერთო ფემინისტურ მოძრაობაში და 1887 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ქალთა ჟურნალის გამოცემას სახლწოდებით Εφημερίς των Κυριών ("ქალბატონების ჟურნალი"). ეს გამოცემა მთლიანად ქალებს ეძღვნებოდა და 1908 წლამდე ყოველკვირეულად გამოდიოდა. 1908-1916 წლებში ჟურნალი გამოდიოდა თვეში ორჯერ, ხოლო 1917 წელს არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ელეფთერიოს ვენიზელოსის მთავრობამ პარენი გადაასახლა კუნძულ ჰიდრაზე, ვინაიდან გამოდიოდა ანტანტის მხარეზე საბერძნეთის მონაწილეობის წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში . [2]

კალიროი პარენი ათენში მრავალმხრის საქმიანობას ეწეოდა. თანამშრომლობდა ევროპულ და ამერიკულ ქალთა მოძრაობასთან, წარადგინა თავისი გაზეთი საერთაშორისო კონფერენციებზე პარიზსა და ჩიკაგოში . ის იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის განათლების და დასაქმების მიმართულებით. 1896 წელს მან დააარსა ბერძენ ქალთა კავშირი. 1908 წელს, მისი ძალისხმევის წყალობით, შეიქმნა საბერძნეთის ქალთა ეროვნული საბჭო, რომელიც თანამშრომლობდა ქალთა საერთაშორისო საბჭოსთან. მან დაწერა წიგნი ბერძნულ ენაზე "საბერძნეთის ქალთა ისტორია", რომელიც მოიცავს პერიოდს 1650 წლიდან 1860 წლამდე.

გარდა ამისა, კალიროიმ შექმნა ლიტერატურული სალონი, რომელიც ცნობილი იყო "ლიტერატურული შაბათების" სახელით. ის მეგობრობდა ცნობილ მწერლებთან და პუბლიცისტებთან, მათ შორის იყვნენ: ჯულიეტა ადამი, ჟიულ სიმონი, გრიგორიოს ქსენოპულოსი, კოსტი პალამასი . კალუროი ასევე იყო რამდენიმე ბერძნული რომანის ავტორი, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა საკუთარ „ქალბატონების ჟურნალში“ ფსევდონიმით მაია. პარენი ითვლება პირველ ბერძენ რომანისტად ნაწარმოებებისთვის "განთავისუფლებული", "მოჯადოებული" და სხვა. მას მოჰყვნენ მწერლები ალექსანდრა პაპადოპულუ (1867-1906 [3] ), ირინი დენდრინუ (1879-1974 [4] ), ჯულია დრაგუმი (1858-1937 [5] ), პენელოპა დელტა .

გარდაიცვალა 1940 წლის 15 იანვარს ათენში.

კალიროი პარენი კომპოზიცია " Heritage Floor " მონაწილე ქალთა შორისა. დაჯილდოებულია მაცხოვრის ორდენით (მიიღო პირველმა საბერძნეთის ქალთა შორის), ათენის აკადემიის ვერცხლის მედლით და ქალაქ ათენის მედლით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kallirroï Parren Siganou, "suffragette" grecque. ციტირების თარიღი: 2020-12-06.
  2. Smith, Bonnie G. The Oxford Encyclopedia of Women in World History: 4 Volume Set — Oxford University Press, 2008. — P. 188. — ISBN 0-19-514890-8.
  3. Εθνικό Κέντρο Βιβλίου / Από το 18ο αιώνα μέχρι το 1935. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2020-12-06.
  4. Εθνικό Κέντρο Βιβλίου / Από το 18ο αιώνα μέχρι το 1935. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-09. ციტირების თარიღი: 2020-12-06.
  5. ΟΙΚΟΓΕΝΕΙΑ  ΔΡΑΓΟΥΜΗ. ციტირების თარიღი: 2020-12-06.