ისაბალის დეპარტამენტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 5 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | პუერტო-ბარიოსი |
| მოსახლეობა (2002) | 314 306[1] კაცი |
| ფართობი | 9 038 კმ² |
| დროის სარტყელი | -6 |
| Izabal Department | |
ისაბალი (ესპ. Izabal) — დეპარტამენტი გვატემალაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. მის ზღვისპირა რაიონებში სახლობს გარიფუნას ხალხი.
ისაბალს ჩრდილოეთით ესაზღვრება ბელიზი, ჩრდილო–აღმოსავლეთით ჰონდურასის ყურე, აღმოსავლეთით — ჰონდურასი, ჩრდილო–დასავლეთით — გვატემალისვე დეპარტამენტები პეტენი, დასავლეთით — ალტა-ვერაპასის, სამხრეთით კი საკაპის დეპარტამენტები.
ისაბალის ტერიტორიაზე მდებარეობს გვატემალის უდიდესი ტბა ისაბალი. იმ ადგილას, სადაც ტბიდან მდინარე დულსე გამოედინება, აღმართულია ესპანეთის კოლონიური ციხესიმაგრე და ამამად გვატამელის ეროვნული მონუმენტი, სან-ფელიპე.
დეპარტამენტი დაყოფილია 5 მუნიციპალიტეტად.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||