ალტა-ვერაპასის დეპარტამენტი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 17 მუნიციპალიტეტს |
| ადმინისტრაციული ცენტრი | კობანი |
| მოსახლეობა (2002) | 776 246 კაცი |
| ფართობი | 8 686 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
2 800 მ 300 მ |
| დროის სარტყელი | -6 |
| Alta Verapaz Department | |
ალტა-ვერაპასი — დეპარტამენტი გვატემალაში, ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია კობანი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ელ-პეტენის, აღმოსავლეთით — ისაბალის, სამხრეთით — საკაპის, ელ-პროგრესოსა და ბახა-ვერაპასის, დასავლეთით კი ელ-კიჩეს დეპარტამენტები.
დეპარტამენტის მნიშვნელოვანი ქალაქებია: ჩესეკი, სან-პედრო-კარჩა და სან-კრისტობალ-ვერაპასი.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
კოლუმბამდელ ეპოქაში, ეს ტერიტორია მაიას ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა. როდესაც 1520-იან წლებში მოსულმა ესპანელიმა კონკისტადორებმა გვატემალის ცენტრალური და სამხრეთი მაღლობები დაიპყრეს, მაგრამ ამ რეგიონიდან ადგილობრივთა მძვინვარე წინააღმდეგობის შედეგად უკუიქცნენ. ესპანელმა მისიონერებმა ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის უფლება მიეცათ ეს მიწა მშვიდობით მოექციათ ქრისტიანობაზე, რაც მათ წარმატებით განახორციელეს კიდეც და ამ არეალს „ვერაპასი“ უწოდეს, რაც „ნამდვილ მშვიდობას“ ნიშნავს, რადგან ეს მიწა ქრისტიანობასა და ესპანეთის მეფის კონტროლქვეშ უომრად მოექცა. XIX საუკუნეში ეს არეალი ყავის მწარმოებელ მნიშვნელოვან რეგიონად იქცა.
მექსიკის ნარკო-ომის შედეგად, 2010 წლის დეკემბერში ლოს-სეტასის ნარკო-კარტელის წევრებმა დეპარტამენტის უდიდესი ნაწილი და მრავალი ქალაქი დაიკავეს. 19 დეკემბერს, გვატემალის მთავრობამ საგანგენო მდგომარეობა გამოაცხადა.[1][2]
ალტა-ვერაპასის დეპარტამენტი 17 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Wire Staff, the CNN. “Guatemalan government declares siege to fend off drug gang“, December 20, 2010. წაკითხვის თარიღი: 20 December 2010.
- ↑ AP, Google. “Guatemalan military seizes drug-plagued province“, December 19, 2010. წაკითხვის თარიღი: 20 December 2010.
|
|||||||