ჩიმალტენანგოს დეპარტამენტი
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | დეპარტამენტი |
| მოიცავს | 16 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ჩიმალტენანგო |
| მოსახლეობა (2000) | 448 000 კაცი |
| სიმჭიდროვე | 225,43 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 979 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი |
1 800,17 მ |
| დროის სარტყელი | -6 |
| აბრევიატურა | CHI |
| Chimaltenango Department | |
ჩიმალტენანგო (ესპ. Chimaltenango) — დეპარტამენტი გვატემალაში. დედაქალაქია ჩიმალტენანგო. აღმოსავლეთით ესაზღვრება საკატეპეკესის დეპარტამენტი, ჩრდილოეთით — ელ-კიჩეს და ბახა-ვერაპასის, სამხრეთით — ესკინტლასა და სუჩიტეპეკესის, დასავლეთით კი სოლოლის დეპარტამენტები. დედაქალაქი ჩიმალტენანგო ქალაქ გვატემალიდან 54 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
2000 წლის მონაცემებით, დეპარტამენტის მოსახლეობა 448 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც მაიას ერთ-ერთი ხალხის — კაკჩიკელის შთამომავლები არიან. ფართობი 1 979 კმ²-ს შეადგენს.
გარდა ჩიმალტენანგოსი, დეპარტამენტის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია სანტა-აპოლონია, სან-ხუან-კომალაპა და პატსუნი. დეპარტამენტის ტერიტორიაზე მდებარეობს მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლები — იშიმჩე, მიშკო-ვიეხო და სხვა მრავალი პატარა ქალაქი.
დეპარტამენტი 16 მუნიციპალიტეტისგან შედგება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||