ისააკ ზიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისააკ ზიდა
ფრანგ. Isaac Zida
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1965(1965-11-16) (58 წლის)
დაბადების ადგილი Yako
მოქალაქეობა  ბურკინა-ფასო
განათლება University Joseph Ki-Zerbo[1] , University of Lyon[2] და Jean Moulin University - Lyon 3
ჯილდოები The National Order of Burkina Faso

ისააკ იაკუბა ზიდა (ფრანგ. Isaac Yacouba Zida; დ.16 ნოემბერი,1965, ზემო ვოლტა) — ბურკინა-ფასოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე; პრეზიდენტ ბლეზ კამპაორეს უშიშროების ყოფილი უფროსი; პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (1 ნოემბერი-17 ნოემბერი, 2014 წელი)[3] და ბურკინა—ფასოს პრემიერ მინისტრი 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 7 იანვრამდე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, მას ეს თანამდებობა 2015 წლის 16-დან 23 სექტემბრამდე, ერთი კვირით ჩამოერთვა;

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993-1996 წლებში სწავლობდა პაუს (ბურკინა-ფასო) სამხედრო აკადემიაში, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პრეზიდენტის გვარდიის პოლკში. გაიარა ტრენინგი საზღვარგარეთ, მაროკოში, კამერუნში (2010-2011), ხოლო 2012 წელს ფლორიდაში (აშშ)[4] ესწრებოდა ტერორისტულ კურსებს.

2008-2009 წლებში ზიდა იყო სამხედრო დამკვირვებელი გაეროს სამშვიდობო მისიაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.[4]

2011 წლის ივლისში დაინიშნა პრეზიდენტის გვარდიის პოლკის მეთაურის მოადგილედ.[4]

2014 წლის 31 ოქტომბერს ბურკინა ფასოში აჯანყების დროს სამხედროებმა განაცხადეს, რომ კომპაორე აღარ ხელმძღვანელობდა ქვეყანას. კომპაორეს სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები ბურკინა ფასოში 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ნაბერე ონორე ტრაორემ აიღო მისი ფუნქციები და ამავე დროს გახდა ბურკინა ფასოს თავდაცვის მინისტრი.[5] მეორე დღეს, 1 ნოემბრის დილას, დედაქალაქში რამდენიმე წუთის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე[6] ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. განხეთქილება მოხდა შეიარაღებულ ძალებში.[7] ამგვარად, პრეზიდენტის გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ისააკ ზიდამ სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებდა სახელმწიფოს მეთაურის როლს და თქვა, რომ „სამოქალაქო და შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს ხალხის ბედი საკუთარ ხელში აეღოთ.ეს ძვირი დაუჯდა ბურკინა ფასოს ახალგაზრდობას.მე მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მათი მისწრაფებები დემოკრატიული ცვლილებებისკენ არ იქნება ღალატი ან იმედგაცრუება, ვიღებ პრეზიდენტის პასუხისმგებლობას და მოვუწოდებ დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურ და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ახალი ხელისუფლების მიმართ,ასევე „გარდამავალი ორგანოს შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი“.[8][9][10] მან ასევე გამოაცხადა, რომ მთელი არმიის კორპუსი, მათ შორის საპრეზიდენტო გვარდიის პოლკები, ხალხის მხარეს გადავიდა[11] ასევე გამოაცხადა,რომ მიიღო გადაუდებელი ზომები და თავისი ჯარები განალაგა ქუჩებში.[12]

საღამოს, ბურკინა ფასოს სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ, სამხედროებმა ერთხმად აირჩიეს პოდპოლკოვნიკი ისააკ ზიდი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო ლიდერად. მისი დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრმა და ქვეყნის პრეზიდენტმა ონორე ტრაორემ. მან ადრე განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტს თავად დაიკავებს.ამრიგად, აღარ იყო საჭირო ერთ დღეში მეორე გადატრიალების შესახებ საუბარი.[13]

2014 წლის 17 ნოემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მიშელ კაფანდო. ისაკ ზიდა დარჩა გარდამავალი მთავრობის მეთაურად.2014 წლის 23 ნოემბერს მიშელ კაფანდომ დაამტკიცა ისააკის მთავრობა, რომელშიც ზიდამ, პრემიერ-მინისტრის გარდა, თავდაცვის მინისტრის პოსტიც დაიკავა.2015 წლის 16 ივლისს კაფანდომ ზიდა შეცვალა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.[14]

2015 წლის 16 სექტემბერს სამხედრო გადატრიალების შედეგად იგი გადააყენეს და მასთან ერთად დააკავეს პრეზიდენტი კაფანდო.[15] თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად, მოსახლეობისა და არმიის მხრიდან პუტჩისტების მხარდაჭერის არარსებობის გამო, ამ თანამდებობაზე ისევ აღადგინეს.[16] 2016 წლის იანვარში მან დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა,ახლად არჩეული პრეზიდენტის კაბორეს ინაუგურაციის შემდეგ და მაშინვე გაემგზავრა კანადაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მან უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე, როდესაც მის წინააღმდეგ ანტიკორუფციული საქმე აღიძრა. 2016 წლის ბოლოს ის სამხედრო დეზერტირად გამოცხადდა და დაითხოვილ იქნა ჯარიდან.[4]

მონაწილეობდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხმების მხოლოდ 1,5 % მიიღო.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.rfi.fr/afrique/20141101-burkina-faso-isaac-zida-regiment-securite-presidentiel-etat-major-arm%C3%A9e-transition/
  2. http://www.franceinter.fr/depeche-zida-le-nouvel-homme-fort-du-burkina-faso
  3. Президент Буркина-Фасо Блез Компаоре объявил о своей отставке. ციტირების თარიღი: 2014-11-01
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Кусов В.Г.. Исаак Зида, глава государства Буркина-Фасо: биография и правление. ციტირების თარიღი: 2022-04-14
  5. Президент Буркина-Фасо Блез Компаоре покинул свой пост. ციტირების თარიღი: 2014-11-01
  6. В вооруженных силах Буркина Фасо наметился раскол. BBC Russian (2014-11-01). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  7. В вооруженных силах Буркина Фасо наметился раскол. BBC Russian (2014-11-01). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  8. El teniente coronel Issaac Zida asume el poder en Burkina Faso y promete una "transición democrática". EUROPA PRESS (2014-11-01). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  9. Власть в Буркина-Фасо захватил подполковник Исаак Зида. Lenta.ru (2014-11-01). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  10. Подполковник Исаак Зида захватил власть в Буркина-Фасо. РИА Новости (2014-11-01). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  11. URGENT/Burkina: Colonel Issaac Zida, vient d’annoncer depuis la Place de la nation, où sont rassemblés de nombreux Burkinabè….. cliquez pour lire la suite. ivoireweb.net (2014-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-01. ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  12. UPDATE 5-Protests force out Burkina president, soldiers vie for power. Reuters (2014-10-31). ციტირების თარიღი: 2014-11-01.
  13. Военные Буркина-Фасо утвердили нового главу переходного правительства. ციტირების თარიღი: 2014-11-01
  14. Burkina Faso reshuffles government 3 months before elections. Reuters (2015-07-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-10. ციტირების თარიღი: 2016-01-20.
  15. В Буркина-Фасо военные задержали и. о. президента и правительство. ციტირების თარიღი: 2015-09-17
  16. Временное правительство Буркина-Фасо официально вернулось к власти. ციტირების თარიღი: 2015-09-24