ჟან-ბატისტ უედრაოგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ბატისტ უედრაოგო
ფრანგ. Jean-Baptiste Ouédraogo
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1942(1942-06-30) (81 წლის)
დაბადების ადგილი კაია
მოქალაქეობა ზემო-ვოლტას რესპუბლიკა
 ბურკინა-ფასო
 საფრანგეთი
განათლება Félix Houphouët Boigny University და სტრასბურის უნივერსიტეტი

ჟან-ბატისტ უედრაოგო (ფრანგ. Jean-Baptiste Philippe Ouédraogo; დ. 30 ივნისი, 1942, ზემო ვოლტა) — ბურკინა-ფასოს ყოფილი პრეზიდენტი (1984 წლიდან). პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1982 წლის 8 ნოემბრიდან 1983 წლის[1] 4 აგვისტომდე. იგი ჩამოაგდეს ბლეზ კომპაორეს და თომას სანკარას მიერ განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად.

ექიმის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1942 წლის 30 ივნისს კაიაში, საფრანგეთის დასავლეთ აფრიკაში, მოსის[2] ოჯახში. სწავლობდა მედიცინას კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკაში, ბორდოს (საფრანგეთი)[1] საზღვაო მედიცინის სკოლაში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა სტრასბურგის უნივერსიტეტში პედიატრიის განხრით. 1976 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა,დედაქალაქ უაგადუგუში, მთავარი ექიმად იალგადო-ოუედრაოგოს საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში, ხოლო 1981 წელს გაემგზავრა ქალაქ მულჰაუსში და მუშაობა დაიწყო პედიატრიულ სპეციალიზებულ კლინიკაში. სწავლა დაასრულა მედიცინის დოქტორის ხარისხით სპორტულ მედიცინაში, პედიატრიასა და ბავშვთა დაცვაში.[3]1982 წლის თებერვალში საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, გახდა სამხედრო ექიმი მაიორის წოდებით და მთავარი ექიმი უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალში.

პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის 8 ნოემბერს სამხედრო გადატრიალების შედეგად, გახდა საფრანგეთის „ეროვნული ხსნის“ დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე. Comité interior du salut National.1982 წლის 26 ნოემბერს იგი დასახელდა სახელმწიფოს მეთაურად[4] (ფრანგ. Chef d'état) და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრად დანიშნა რადიკალი მემარცხენე კაპიტანი თომას სანკარა. თუმცა, აფრიკის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლის ქვეყანაში ვიზიტის გავლენით, ჟან-კრისტოფ მიტერანმა (პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანისა და გაი პენის ვაჟმა), 1983 წლის 16 მაისს, გადააყენა "ზედმეტად რადიკალური" პრემიერ მინისტრი თომას სანკარა და მიუსაჯა შინაპატიმრობა.ასევე დააკავეს მასთან დაახლოებული ოფიცრები ზონგო და ლინგანი, „ეროვნული ხსნის კომიტეტის“ პროლიბიელი და ანტიფრანგი წევრები.პრემიერ-მინისტრის პოსტი გაუქმდა. მთავრობის პოპულარული მეთაურის დაკავებამ უაგადუგუს მაცხოვრებლების მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია. ისინი დათრგუნულები იყვნენ,რადგან ხელისუფლების პოზიცია უკიდურესად საეჭვო ხდებოდა.[5]

27 მაისს უედრაოგომ გამოაცხადა,რომ ექვს თვეში უნდა შემუშავებულიყო ახალი კონსტიტუცია, არჩევნების შედეგად სამოქალაქო მმართველობაში დაბრუნება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „ეროვნული ხსნის კომიტეტი“ დაიშალა. მალე ტ.სანკარა გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ კვლავ დააპატიმრეს და მისი მხარდამჭერები გააძევეს მთავრობიდან.

1983 წლის 4 აგვისტოს ახალი გადატრიალება მოხდა,რომელიც ორგანიზებული იყო ბლეზ კომპაორეს მიერ მისი მეგობრის ტ.სანკარას სასარგებლოდ, რის შედეგადაც ჯ.ბ. ოუედრაოგო (პრეზიდენტის სასახლეში ჩხუბის შემდეგ) ჩამოაშორეს ხელისუფლებას.[4][6]

23 აგვისტოს ოუედრაოგო ოფიციალურად გაათავისუფლეს ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან და მისი ადგილი დაიკავა ჟან-ბატისტ ბუკარი ლინგანმა.[6] ორი დღის შემდეგ კი ის გაათავისუფლეს ჯარიდან [7] და დააპატიმრეს.

შემდგომი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1983 წლიდან 1985 წლამდე ჟან-ბატისტ უედრაოგო იმყოფებოდა ციხეში, ქალაქ პოში (ნაჰურის პროვინცია), დედაქალაქიდან სამხრეთით 150 კილომეტრში, 1985 წლიდან 1987 წლამდე კი — შინაპატიმრობაში. 1992 წლის 14 მაისს იგი დაბრუნდა მედიცინაში და დააარსა კლინიკა Notre-Dame de la Paix ოუაგადუგუში, სადაც მუშაობს თავის ორ ვაჟთან ერთად.[8] ამ კლინიკაში 2005 წლის 27 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქვეყნის ექს-პრეზიდენტი სანგულე ლამიზანა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ჩართული პოლიტიკაში, 2012 წლის ნოემბერში სიტყვით გამოვიდა მისი და კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, საიე ზერბოს სახელით, მან გამოთქვა შეშფოთება წინა წლებში ბურკინა ფასოს ხელისუფლების კორუფციასთან დაკავშირებით და დაადანაშაულა ქვეყნის ლიდერები უმოქმედობაში.[9]

2014 წლის დასაწყისში იგი ცდილობდა შუამავლობას პრეზიდენტ ბლეზ კომპაორესა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტისას,[10] მაგრამ უშედეგოდ. იმავე წლის ოქტომბერში ბ.კომპაორე ჩამოაგდეს.

2020 წელს მან გამოსცა მემუარების წიგნი "Ma part de vérité" („ჩემი წილი სიმართლე“).

დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Jean-Baptiste Ouédraogo. allAfrica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
  2. Quarterly Economic Review of Ivory Coast, Togo, Benin, Niger, Upper Volta, Economist Intelligence Unit Limited, 1983. — გვ. 640.
  3. Burkina Faso: Médecin-commandant Jean-Baptiste Ouédraogo, 4e chef d'Etat. ციტირების თარიღი: 2020-08-19
  4. 4.0 4.1 Lawrence Rupley, Lamissa Bangali, Boureima Diamitani, Historical Dictionary of Burkina Faso, Rowman & Littlefield, 2013. — გვ. 395, ISBN 978-0-8108-6770-3.
  5. Jean-Baptiste Ouédraogo. ციტირების თარიღი: 2017-10-25
  6. 6.0 6.1 Bruno Jaffré. Le 4 août 1983, Thomas Sankara prenait le pouvoir avec l'aide de son ami Compaoré. ციტირების თარიღი: 2020-08-19.
  7. Claudette Savonnet-Guyot, État et sociétés au Burkina: essai sur le politique africain, KARTHALA Editions. — გვ. 244, ISBN 978-2-86537-148-8.
  8. WebCite query result. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2020-08-21.
  9. D`anciens chefs d`Etat du Burkina Faso dressent un sombre tableau du pays. ციტირების თარიღი: 2022-11-02
  10. Crise au Burkina Faso: Jean-Baptiste Ouédraogo propose une sortie «honorable» à Blaise Compaoré. ციტირების თარიღი: 2017-10-25
  11. Jean-Baptiste Ouédraogo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 2010-12-19.