იოჰანა დონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰანა დონალი
გერმ. Johanna Aloisia Dohnal
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1939(1939-02-14)[1] [2]
დაბადების ადგილი ვენა[2]
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 2010(2010-02-20)[1] [2] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი Grabern[2]
მოქალაქეობა  ავსტრია
 მესამე რაიხი
ჯილდოები Grand Cross of Honor for Services to the Republic of Austria[3] და Berufstitel Professor[4]
johanna-dohnal.at

იოჰანა ალოიზია დონალი (გერმ. Johanna Aloisia Dohnal; დ. 14 თებერვალი, 1939, ვენა — გ. 20 თებერვალი, 2010, გრაბერნი, ქვემო ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რომელიც სხვადასხვა დროს ასევე იყო ვენის მუნიციპალური საბჭოს წევრი, ვენის ლანდტაგის დეპუტატი, ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი, ასევე ფედერალური მინისტრი ავსტრიის სამ ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის პირველი ავსტრიის ფედერალური მინისტრი ქალთა საკითხებში.[5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა დონალი დაიბადა ვენაში და გაიზარდა ბებიასთან ერთად პენზინგში, სადაც სწავლობდა დაწყებით და საშუალო სკოლაში.[6] მან ფინანსური სირთულეების გამო მოზარდობისას ვერ მიიღო უმაღლესი განათლება და 1953 წლიდან სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა „ინდუსტრიულ კლერკად“.

18 წლის ასაკში იოჰანა დაქორწინდა ფრანც დონალზე, რომელსაც 19 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

იოჰანა დონალს შეეძინა ორი შვილი — ვაჟი რობერტი (1959-2008) და ქალიშვილი ინგრიდი (დ. 1961).

2010 წლის 22 იანვარს დონალი და მისი დიდი ხნის პარტნიორი ანემარი ოფრაიტერი დარეგისტრირდნენ სამოქალაქო ქორწინებაში — ავსტრიის შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან მალევე.

ერთი თვის შემდეგ იოჰანა დონალი თავის აგარაკზე გარდაიცვალა გულის ხანგრძლივი პრობლემებით გამოწვეული ავადმყოფობის გამო. იოჰანა დონალი დაკრძალულია ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე[5].

საზოგადო და პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა დონალმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1957 წელს როდესაც შეუერთდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1969 წელს აირჩიეს პენცინგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. 1971 წელს პენცინგის სოციალისტების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1972 წელს გახდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ქალი მდივანი. 1973-1979 წლებში იყო ვენის მუნიციპალური საბჭოს წევრი და ვენის პარლამენტის წევრი. 1978 წელს სათავეში ჩაუდგა წესდების მიღებას მოწყვლად სიტუაციებში ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად ასოციაციის შექმნის მიზნით. 1979-1990 წლებში სახელმწიფო მდივანია ქალთა საკითხებში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფისში ბრუნო კრაისკის, ფრედ ზინოვაკის და ფრანც ვრანიცკის მთავრობებში. 1980 წელს ხელმძღვანელობდა ავსტრიის ქალთა დელეგაციას კოპენჰაგენის ქალთა მეორე მსოფლიო კონგრესზე. 1987 წელს გახდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1987-1995 წლებში ავსტრიელი სოციალისტების ხელმძღვანელია. 1990-1995 წლებში ქალთა საკითხებში ფედერალური მინისტრია ფრანც ვრანიცკის მესამე (პორტფელის გარეშე) და მეოთხე (პორტფოლიო) მთავრობებში. 1991-1994 წლებში კოორდინაციას უწევდა ქალთა საკითხებს ფედერალურ კანცელარიაში. 1993 წელს წამოიწყო კამპანია „ომის მსხვერპლი: გაუპატიურებული ქალები“ (გერმანული: „Kriegsopfer: Vergewaltigte Frauen“) ყოფილი იუგოსლავიის ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად. 1993 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კონფერენციის ქალთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელია. 1994 წელს აირჩიეს ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრად. 1995 წელს იოჰანა დონალი გააძევეს ავსტრიის მთავრობიდან და დატოვა „დიდი პოლიტიკა“, რის შემდეგაც თავი მიუძღვნა სოციალურ მუშაობას და საჯარო გამოსვლებს, მათ შორის ვენის უნივერსიტეტში (1995-1996) და ინსბრუკის უნივერსიტეტში (2007-2008).

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელი — „წლის ქალი“ (ჟურნალისტური აღიარება)

1994 წელი — დიდი ოქროს მედალი „ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“

2005 წელი — ტიტული „ვენის მოქალაქე“ (ვენის საპატიო მოქალაქეობის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის ჯილდო)

პუბლიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Johanna Dohnal. Erika Thurner Innensichten österreichischer Frauenpolitiken: Innsbrucker Vorlesungen. — Инсбрук. : StudienVerl., 2008. — 227 с. — ISBN 978-3-7065-4636-2
  • Maria Mesner und Heidi Niederkofler Johanna Dohnal: ein politisches Lesebuch. — Вена. : Mandelbaum-Verl., 2013. — 294с. — ISBN 978-3-85476-407-6
  • Alexandra Weiss/Erika Thurner Johanna Dohnal und die Frauenpolitik der Zweiten Republik: Dokumente zu einer Pionierin des österreichischen Feminismus. — Вена. : Promedia, 2019. — 240. — ISBN 978-3-85371-454-6
  • Astrid Petrson Österreichische Spitzenpolitikerinnen in den 1960er bis 1980er Jahre: Der Aufstieg in die Spitzenpolitik. — Саарбрюккен. : AV Akademikerverlag, 2014. — N/a. — ISBN 978-3-639-72538-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Wer ist Wer
  3. Anfragebeantwortung 10542/AB XXIV. GP / Hrsg.: Österreichisches Parlament — 2012. — S. 959. — 2038 გვრ.
  4. Cemeteries in Vienna
  5. Johanna Dohnal verstorben. bdderstandard.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-25.
  6. Johanna Dohnal. frauenmachengeschichte.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26.