ილია ჭავჭავაძის მწვერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი, კლდოვანი მწვერვალი ყაზბეგის რაიონში (მდინარეების ხდისა და არმხის წყალგამყოფი), შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 3800 მ. 1938 წელს ხდის ხეობიდან მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მას ილია ჭავჭავაძის სახელი უწოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯავრიშვილი კ., ქსე, ტ. 5, გვ. 107, თბ., 1980
სტატიის