იგლი ტარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგლი ტარე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
25 ივლისი, 1973
დაბადების
ადგილი
ტირანა, ალბანეთი
სიმაღლე 1.91
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი

იგლი ტარე(დ. 25 ივლისი, 1973) — ყოფილი ალბანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, იგი თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. კარიერის დასრულების შემდეგ გახდა სერია A-ს სპორტული დირექტორი, შემდეგ კი იტალიის საფეხბურთო კლუბის, ლაციოს სპორტული დირექტორი.[1]

ტარემ პარტიზანის ტირანაში თამაში დაიწყო 9 წლის ასაკში, 1982 წელს, ხოლო პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი შეასრულა 15 წლის ასაკში 1988 წელს. 1992 წელს მან ალბანეთი დატოვა და ემიგრაციაში, გერმანიაში წავიდა. ის თამაშობდა გერმანიის დაბალი დონის ლიგებში ლუდვიგსჰაფენსა და მანჰეიმში. 1996 წელს, იგი გადავიდა საფეხბურთო კლუბ კარლსრუეში, რომელიც იმდროისთვის ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. თავდაპირველად, იგი კლუბის სარეზერვო გუნდში თამაშობდა, თუმცა იმავე წელს, ბუნდესლიგაში მისი დებიუტი შედგა. ამის შემდეგ იგი დიუსელდორფის ფორტუნაში გადავიდა, რომელიც ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობდა. ტარემ ამ გუნდში 2 სეზონის მანძილზე 63 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანა მოახერხა. 1999 წელს, იგი გადავიდა საფეხბურთო კლუბ კაიზერსლაუტერნში, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში 26 მატჩში ჩაატარა და ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

კაიზერლაუტერნის შემდეგ, იგი შეუერთდა ბრეშია კალციოს 2001 წლის იანვარში, კლუბი იმდროისთვის იტალიის სერია A-ში ასპარეზობდა, ტარეს დახმარებით გუნდმა ჩემპიონატშო მე-8 ადგილის დაკავება მოახერხა. მან ბრეშიაში თამაში გააგრძელა კიდევ ორი სეზონი და 75 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი ბოლონიაში გადავიდა 2003 წელს. ამ კლუბში მან ორი წლის მანძილზე იასპარეზა და 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 2005 წელს ბრეშიას სერია B-ში დაქვეითების შემდეგ, იგი გადავიდა ლაციოში, მისი ეს ტრანსფერი ყველასათვის მოულოდნელი გახლდათ. თუმცა ამ კლუბში, იგი ძირითადად სათადარიგო შემადგენლობაში იყო, მან მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა 54 თამაშის მანძილზე, ხოლო 2008 წელს 34 წლის ასაკში, მისი როგორც ფეხბურთელის კარიერა საბოლოოდ დასრულდა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარემ ალბანეთის ნაკრებში 68 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა.[2] როგორც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, ტარე ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტიტულსაც ატარებდა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.

ეროვნულ ნაკრებში, მისი ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი ალბანეთ-რუსეთის შეხვედრა გახლავთ, უეფას ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც მან დიდი წვლილი შეიტანა ალბანეთს 3-1 გამარჯვებაში და გოლის გატანაც მოახერხა.

2007 წელს, ტარეს სანაკრებო კარიერა ფაქტობრივად დასრულდა, მას შემდეგ, რაც მენეჯერი ოტო ბარიჩმა იგი ეროვნულ ნაკრებში აღარ გაიწვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cieri, Stefano (6 June 2023). „Tare-Lazio è finita“. La Gazzetta dello Sport (იტალიური). RCS. p. 21. ციტირების თარიღი: 25 September 2023.
  2. Albania – Record International Players. Rsssf. ციტირების თარიღი: 2 January 2018